დღის სიახლეებიესთეტიკამედიცინაპარტნირებისაინტერესო სიახლეებისიახლეები

რა არის როზაცეა, არის თუ არა ინფექციური დაავადება, გადამდებია?

0
გაზიარება

როზაცეა დერმატოლოგიური დაავადებებიდან ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული არაინფექციური ქრონიკული დაავადებაა, რომელიც კანის სიწითლეს, შესიებას და გამონაყარს იწვევს. როზაცეას და აკნეს მსგავსი კლინიკური გამოვლინებები აქვთ, ამიტომაც ეძახიან ვარდისფერ აკნეს თუმცა ზოგიერთ პაციენტს შეიძლება ორივე დაავადება ერთდროულად განუვითარდეს.

ესთეტიკური მედიცინის ევროპული ცენტრის ექიმი დერმატო-კოსმეტოლოგი მარიამ მერკვილაძე  GeoBusinessNews.com- თან როზაცეას დაავადების შესახებ საუბრობს, რომელიც საზოგადოების დიდ ნაწილს აწუხებს, განსაკუთრებით ზაფხულში.

როგორ ვლინდება როზაცეა?
სიწითლით და გაფართოებული სისხლძარღვებით, წითელი ფერის ფერიმჭამელები, ხშირად ვითარდება კანის გასქელება, განსაკუთრებით ცხვირის მიდომაში, ე.წ. რინოფიმა ახასიათებს თვალის პრობლემები, როგორიცაა სიმშრალე, სიწითლე, ქუთუთოების შეშუპება. როზაცეისკენ ქალები უფრო მეტად არიან მიდრეკილები, ვიდრე მამაკაცები, თუმცა დაავადების მწვავე ფორმა მამაკაცებში უფრო ხშირია ქალებთან შედარებით.

როზაცეა, როგორც წესი 30 წლის შემდეგ იწყება და 40-60 წლის ასაკში აღწევს პიკს და მისი გამომწვევი მიზეზები დაუზუსტებელია, ის ყველა ადამიანში ინდივიდუალურად იჩენს თავს, თუმცა სპეციალისტები გამოყოფენ რამდენიმე ძირითად ფაქტორს, ესენია:დაავადებისადმი გენეტიკური განწყობა, შინაგანი ორგანოების დაავადებები, როგორიცაა კუჭ-ნაწლავის პრობლემები, გარემო და იმუნური პირობები, ალკოჰოლის მიღება, ცხელი და ძალიან ცხარე საკვების მირთმევა, ისეთ გარემოში მუშაობა სადაც ტემპერატურა მაღალია, ტკიპა, ბაქტერია.
როზაცეა ვლინდება ლოკალურად სახისა და სკალპის მიდამოში და აქვს განვითარების 4 ფაზა:
პრეროზაცეა (საწყისი ეტაპი) – ძირითადად კანზე ჩნდება სიწითლე, ჩხვლეტის ან წიწკვნის შეგრძნება, რომელიც უფრო ხშირად სტრესის, მზეზე ყოფნის, ცივი და ცხელი აბაზანის, დახურულ სივრცეში ყოფნის, ალკოჰოლის და ცხარე საკვების მიღების შემდეგ ჩნდება.
ვასკულარული ფაზა – კანზე გამოხატულია სისხძარღვები, შეშუპება და ერითემა.
ანთებითი ფაზა – როდესაც სიწითლესთან და შეშუპებასთან ერთდ ვლინდება პაპულები და პუსტულები, რომელსაც თან ახლავს ქავილის შეგრძნება და კანის სიმხურვალე
გვიანი ეტაპი – როდესაც ყველა აღნიშნულ სიმპტომთან ერთად ხდება თვალთან დაკავშირებული პრობლემების განვითარება.
დამახასიათებელი ლოკალიზაციის ადგილებია – ცხვირი, ლოყები, შუბლი და ნიკაპი. უფრო იშვიათია – ყურის უკანა მიდამო, ზურგის ზედა ნაწილი, კისერი და თავის თმიანი ნაწილი. ქალებში გამონაყარი ხშირია ლოყებზე და ნიკაპზე, მამაკაცებში – ცხვირზე.

როზაცეას დიაგნოსტიკა ძირითადად კლინიკური გამოვლინებების საფუძველზე ხდება, მაგრამ ზოგჯერ დიაგნოზის დადასტურების მიზნით ტარდება ჰისტოლოგიური კვლევა.
პირველი ნიშნების გაჩენისთანავე მიმართეთ ექიმს, რადგან უყურადღებობის შემთხვევაში დაავადება უფრო მძიმე ფორმაში გადადის, რომელიც გაცილებით ძნელად ემორჩილება მკურნალობას.
როზაცეის განვითარების რისკფაქტორები:რეგულარული ულტრაიისფერი დასხივება (მზე და სო¬ლარიუმი);
სტრესები; ალკოჰოლური სასმელების ჭარბი მიღება; ჩასახვის საწინააღმდეგო ჰორმონული საშუალებები; ცხელ ან ცივ გარემოში დიდხანს ყოფნა.

დაავადების საწყის ეტაპზე სამკურალოდ გამოიყენება ადგილობრივი სამკურნალო და მოვლის საშუალებები, ასევე სისხლძარღვოვანი ქსელისა და სიწითლის შესამცირებლად ხშირად მიმართავენ ლაზერულ, ინექციურ და არაინექციურ მკურნალობას.

როზაცეა არის გავრცელებული, ქრონიკული დაავადება, რომელიც ადვილად კონტროლირებადია და სამედიცინო თვალსაზრისით მართვადი.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!