საპენსიო რეფორმა და დანაზოგის ინვესტირების წესი იცვლება. ამ დრომდე, დანაზოგის დიდი ნაწილი ბანკების დეპოზიტებზე და სახელმწიფო ფასიან ქაღალდებში იყო განთავსებული.
7 აგვისტოდან, მოქალაქეების კუთვნილი თანხები, მათი სურვილის შემთხვევაში, სამი სახის პორტფელში გადანაწილდება.საუბარია მაღალ, საშუალო და დაბალ-რისკიან პორტფელებზე, რომლებიც სქემის მონაწილეებს გარკვეულ სარგებელსაც მოუტანს.