„საქართველოს რკინიგზის“ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, იანვარ-ივნისში კომპანიამ 305 719 000 ლარის შემოსავალი მიიღო, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 311 113 000 ლარის. რაც შეეხება მოგებას, წელს 2 კვარტალში წინა წელთან შედარებით თითქმის განახევრებულია. უფრო კონკრეტულად, 2022 წლის 6 თვეში რკინიგზის მოგება იყო 161 240 000 ლარი, წელს კი 86 448 000 ლარი.
„საქართველოს რკინიგზის“ შემოსავლები 2023 წლის 6 თვეში:
- სატვირთო გადაზიდვები – 170,388 მლნ ლარი (2022 წლის 6 თვე – 191,155 მლნ ლარი)
- ტვირთს მართვა – 40,410 მლნ ლარი (2022 წლის 6 თვე – 40,210 მლნ ლარი)
- ლოგისტიკური სერვისები – 67,973 მლნ ლარი (2022 წლის 6 თვე – 61,240 მლნ ლარი)
- სატვირთო ვაგონების სასაზღვრო გადასახადი – 3,932 მლნ ლარი (2022 წლის 6 თვე – 3,642 მლნ ლარი)
- ვაგონებისა და სხვა ქონების გაქირავება – 2,029 მლნ ლარი ( 2022 წლის 6 თვე – 2,890 მლნ ლარი)
- სამგზავრო მომსახურება – 18,015 მლნ ლარი (2022 წლის 6 თვე – 9,842 მლნ ლარი)
- სხვა – 2,973 მლნ ლარი (2022 წლის 6 თვე – 2,133 მლნ ლარი)
აღნიშნულ პერიოდში კომპანიამ თანამშრომლებზე გაწეული ხარჯის მოცულობა 97 380 000 ლარიდან 119 862 000 ლარამდე გაზარდა.
„საქართველოს რკინიგზა“ 2023 წლის 6 თვეში 1,041 მლნ მგზავრს მოემსახურა.