ევროკავშირის თავშესაფრის მაძიებელთა სააგენტოს ანგარიშის მიხედვით, 2023 წლის პირველ ნახევარში ევროპული გაერთიანების ტერიტორიაზე თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი 30%-ით გაიზარდა. სააგენტოს ინფორმაციით, თავშესაფრის მოსაპოვებლად დარეგისტრირებულთა რიცხვი განსაკუთრებით მაღალი გერმანიაშია.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2023 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით ევროკავშირის ქვეყნებში, ნორვეგიასა და შვეიცარიაში თავშესაფრის მოსაპოვებლად სულ 519 000-ზე მეტი პირი დარეგისტრირდა. მათ შორის უმეტესობას სირიის, ავღანეთის, ვენესუელას, თურქეთისა და კოლუმბიის მოქალაქეები შეადგენენ. ევროკავშირის თავშესაფრის მაძიებელთა სააგენტოს ინფორმაციით, სტატისტიკური მონაცემები არ მოიცავს უკრაინის 4 მილიონამდე მოქალაქეს, რომლებმაც ქვეყანა ომის გამო დატოვეს.