„თიბისი“ ანგარიშებიდან თანხის გატანის საკომისიოს ცვლის. ინფორმაცია აღნიშნულ ცვლილებასთან დაკავშირებით მომხმარებლებს შეტყობინებების სახით დაეგზავნათ.
„გაცნობებთ, რომ თიბისის ყველა ფილიალისა და სერვისცენტრის სალაროში, ანგარიშებიდან თანხის გატანის საკომისიო იცვლება:
2023 წლის 20 ოქტომბრიდან ფიზიკური პირის მიმდინარე ანგარიშიდან თანხის გატანის საკომისიო განისაზღვრება – 0.6%-ით;
20 ნოემბრიდან ფიზიკური პირის ჩემი სეიფის ანგარიშიდან თანხის გატანის საკომისიო განისაზღვრება – 0.6%-ით;
ასევე 20 ნოემბრიდან ფიზიკური პირის შემნახველი ანგარიშიდან თანხის გატანის საკომისიო განისაზღვრება 0.6%-ით. საკომისიო ვრცელდება, როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშსწორების წესით ანგარიშზე განთავსებული თანხის გატანაზე,“- ნათქვამია ბანკის მიერ გაგზავნილ შეტყობინებაში.
ცვლილება ეხება როგორც ლარის, ასევე უცხოური ვალუტის ანგარიშებს.