X-ის მფლობელი და აღმასრულებელი დირექტორი, ილონ მასკი იმედოვნებს, რომ გამოწერის ფასიანი სერვისი აღმოფხვრის ბოტების, ავტომატიზებული ანგარიშების პრობლემას, რომელიც მასკისთვის თავის ტკივილად იქცა.
ამის შესახებ მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენჟამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის დროს აღნიშნა. ამჟამად მომხმარებლები მხოლოდ X Premium-ის სერვისის შეძენის შემთხვევაში იხდიან თანხას, რაც ვერიფიკაციას გულისხმობს და 11 დოლარი ღირს თვეში.
ფასიანი სერვისის წინადადება მასკმა რეკლამებისგან გამომუშავების შემცირების ფონზე წამოაყენა, რაც კომპანიისთვის შემოსავლის მთავარი წყაროა. მასკის მიერ Twitter-ის შეძენის შემდეგ რეკლამებისგან შემოსავალი 60%-ით შემცირდა, რასაც კომპანიების ბოიკოტი განაპირობებს მილიარდერის მიღებული გადაწყვეტილებების მიმართ.