წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით 15 ოქტომბერს ბიზნეს სამიტი გაიმართება, რომელსაც სასტუმრო Hotels & Preference Hualing Tbilisi უმასპინძლებს.
სამიტს 400 ბიზნესის წარმომადგენელი დაესწრება, როგორც ასოციაციის წევრი კომპანიებიდან, ასევე არაწევრი კომპანიების ტოპ მენეჯერები.
ღონისძიება უმასპინძლებს 5 წარმატებულ ქართველ ბიზნეს-ტრენერს, რომლებიც გამართავენ მასტერ კლასს და გაუზიარებენ დამსწრე საზოგადოებას მათ გამოცდილებას სხვადასხვა სფეროდან, ხოლო სამიტის მეორე ნაწილში 15 ქართული ბიზნეს კომპანია წარმოადგენს პრეზენტაციას, რომლის ფარგლებშიც დამსწრე დელეგატებს გაუზიარებს ინფორმაციას მათ მიერ დაგეგმილი ბიზნეს ინიციატივების, ინოვაციური პროდუქტების, ბიზნეს პროექტებისა თუ წარმატების ისტორიის შესახებ.
ბიზნეს სამიტის მიზანია:
❑ ინოვაციური და საინტერესო ბიზნეს პროექტების, ინიციატივებისა და პროდუქტების პოპულარიზაცია;
❑ ასოციაციის წევრ კომპანიებს შორის თანამშრომლობისა და ურთიერთობების გაღრმავება;
❑ ბიზნესისთვის საინტერესო პროექტებისა და საჭიროებების განხილვა, ახალი ინიციატივების ინიცირება და სხვადასხვა სახის ურთიერთმხარდამჭერი ღონისძიებების დაგეგმვა, როგორიცაა სტრატეგიული კომუნიკაციები, გაყიდვები, მარკეტინგი, HR რეკრუტინგი და კადრების კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგები;
წარმატებული ქართული ბიზნეს კომპანიების 400- ზე მეტ დელეგატს შესაძლებლობა ექნება გაეცნონ მომდევნო წლისთვის დაგეგმილ ბიზნეს სიახლეებს და პროექტებს, მოახდინონ ურთიერთკომუნიკაცია და შექმნან კოლაბორაციის შესაძლებლობები.