ჩინეთი – აბრეშუმის გზის ინიციატივა (BRI): შეფასებულია 8 ტრილიონ დოლარამდე
ჩინეთის მთავრობის Belt and Road ინიციატივა (BRI)- 21-ე საუკუნის საზღვაო აბრეშუმის გზა, უკვე ათწლეულია ვითარდება და 155 ქვეყანას მოიცავს.
გლობალურ ინფრასტრუქტურულ პროექტზე ტრილიონი დოლარი უკვე დაიხარჯა. ვარაუდობენ, რომ მიმდინარე პროექტი შეიძლება 8 ტრილიონი დოლარი დაჯდეს.
აშშ – Lockheed Martin F-35 Lightning II გამანადგურებელი: 1.7 ტრილიონი დოლარი
დაივიწყეთ ჰუვერის კაშხალი, მანჰეტენის პროექტი და აპოლოს პროგრამა: აშშ-ს ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებული სამთავრობო პროექტი რეალურად არის გამანადგურებელი თვითმფრინავის, Lockheed Martin F-35 Lightning II-ის შემუშავება.
სისტემა ათწლეულით ჩამორჩება გრაფიკს და 80%-ით აღემატება ბიუჯეტს, რაც მის ღირებულებას თითქმის წარმოუდგენელ 1,7 ტრილიონ დოლარამდე ზრდის. ამერიკის მოკავშირეები ითხოვენ თვითმფრინავის შეკვეთით დამზადებას, რამაც შესაძლოა, კოლოსალური ხარჯი უფრო გაზარდოს.
ინდოეთი – ბჰარატმალა პარიიოჯანა: 130 მილიარდი დოლარი
Bharatmala Pariyojana (ასევე მოხსენიებული, როგორც “ინდოეთის გარლანდის პროექტი”) არის ინდოეთის პასუხი ამერიკის სახელმწიფოთაშორისი გზების სისტემის პროექტზე. იგი მოიცავს 51,994 მილის მანძილის გზატკეცილებს, საზღვრებს, გვირაბებს და ხიდებს, რათა შეიქმნას სწრაფი გადასაადგილებელი ქსელი ქვეყანაში.
2017 წელს ინიცირებული პროექტი მოსალოდნელზე მეტხანს გრძელდება. პირველი ეტაპი 2022 წელს უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ახლა გეგმის მიხედვით ხუთი წლით ჩამორჩება. შეფერხებების გამო პროექტის ღირებულება გაიზარდა და ამჟამად დაახლოებით 130 მილიარდ დოლარს შეადგენს.
ავსტრალია – მელბურნის სარკინიგზო მარყუჟი: 128 მილიარდი დოლარი
მელბურნის საგარეუბნო სარკინიგზო მარყუჟი არის 56 მილის ორბიტალური ხაზი, რომელიც ქალაქის ცენტრალურ ბიზნეს უბანს გარეუბნებთან დააკავშირებს.
ის სრულად არ დასრულდება 2084 წლამდე. პროექტის სავარაუდო ღირებულება ახლა არის 128 მილიარდი დოლარი, რაც მნიშვნელოვნად აღემატება 2018 წელს გაწერილ ბიუჯეტს – 50 მილიარდ აშშ დოლარს.