დღის სიახლეებისიახლეები

მომავალი წლიდან გერმანია ლტოლვილებს დახმარებას გაუნახევრებს

0
გაზიარება

გერმანია მომავალ წელს ფედერალურ მიწებს ლტოლვილების მიღებისა და ინტეგრაციის ხარჯებს, ბიუჯეტის გამკაცრების ფარგლებში, გაუნახევრებს. ინფორმაციას ამის შესახე საააგენტო Reuters წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

Reuters-ის წყაროს ცნობით, მრავალწლიანი გულუხვი დახმარების შემდეგ ხარჯების განახევრების გადაწყვეტილება მზარდი ინფლაციის ფონზე იქნა მიღებული.

სააგენტი წერს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ გერმანიას მილიონზე მეტმა ადამიანმა შეაფარა თავი, მათთვის ფინანსურმა მხარდაჭერამ კი ქვეყნის ქალაქები და მუნიციპალიტეტები დააზარალა. ამდენად, ქვეყნის 16 ფედერალური მიწა ლტოლვილებისთვის მომავალი წლის ხარჯების დასაფარად დამატებით სახსრებს ითხოვს.

მთავრობის ორი ანონიმური წყაროს განცხადებით, გუშინ ბერლინმა ფედერალურ მიწებს აცნობა, რომ 2024 წელს, ლტოლვილების ხარჯების მხარდასაჭერად, მაქსიმუმ, 1,7 მლრდ ევროს (1,80 მლრდ დოლარს) გამოყოფს, მაშინ, როცა წლევანდელი დახმარება 3,75 მლრდ ევროს შეადგენს.მთავრობა არც დაპირებას იძლევა, რომ მომდევნო წლებში 2023 წლის მსგავს დაფინანსებას გამოყოფს.

ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი აცხადებს, რომ ცენტრალურ და ფედერალური მიწების მთავრობებს შორის გუშინ გამართულმა შეხვედრამ შედეგი არ გამოიღო და კონსულტაციები ნოემბერში ამჯერად კანცლერთან გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!