მიმდინარე წლის 8 თვეში, გემების მხრიდან შავი ზღვის დაბინძურების 11 ფაქტი გამოვლინდა – თითოეული 65 000 ლარით დაჯარიმდა, – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი
მიმდინარე წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით პერიოდში, ზღვის დაბინძურების მიმართულებით, 184 გემი შემოწმდა, 164 შემთხვევაში კი დარღვევა არ გამოვლინდა. ამავე პერიოდში, სახომალდო დოკუმენტებში არასწორი ჩანაწერის 9 ფაქტი გამოვლინდა, რისთვისაც სამართალდამრღვევებს, თითოეულს 250 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა.
„2023 წლის იანვარი-აგვისტოს პერიოდში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა, ზღვის დაბინძურების მიმართულებით, 184 გემის შემოწმება განახორციელეს. ამავე პერიოდში, დეპარტამენტის მიერ გამოვლინდა გემებიდან შავი ზღვის დაბინძურების 11 ფაქტი, რაც თითოეულ ფაქტზე 65 000 ლარის ოდენობით ჯარიმას ითვალისწინებს,“ – აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.