დღის სიახლეებისიახლეები

რთველი სრულდება-კახეთში გადამუშავებულია 204 ათასი ტონა ყურძენი, ხოლო რაჭაში – 1 700 ტონა

0
გაზიარება

კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 204 ათასი ტონა ყურძენი, მოსავლის გადამუშავების პროცესში ჩართული იყო 350 საწარმო. კლიმატური პირობების გამო დაზიანებული 20 ათას ტონამდე ყურძენი სახელმწიფო საწარმომ შპს „მოსავლის მართვის კომპანია” გადაამუშავა.

კახეთის რეგიონში, ყურძნის რეალიზაციიდან მიღებული ჯამური შემოსავალი 247 მლნ ლარს აღწევს,- ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს, ხოლო რაჭის რეგიონში გადამუშავებულია 1,7 ათასი ტონამდე ყურძენი; მევენახეების შემოსავალი 11,6 მლნ ლარს აღწევს. ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართული იყო 50-მდე ღვინის კომპანია და მარანი.

“ღვინის კერძო საწარმოებისა და მევენახე ფერმერების სტიმულირების, ასევე მოსავლის სრულად დაბინავების მიზნით, ორივე რეგიონში მოქმედებდა რთველის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა: რაჭის შემთხვევაში, სუბსიდიას იღებს ყველა ის კომპანია, რომელმაც შეიძინა და გადაამუშავა „ხვანჭკარას“ მიკროზონაში მოწეული არანაკლებ 3 ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენი და მევენახეს გადაუხადა არანაკლებ 7 ლარი. ღვინის კომპანიებზე 1 კგ ალექსანდროულისა და 1 კგ მუჯურეთულისთვის 4 ლარის ოდენობის სახელმწიფო სუბსიდია გაიცემა.

კახეთის შემთხვევაში, სახელმწიფო სუბსიდიას იღებს ის კომპანია, რომელმაც შეიძინა და გადაამუშავა კახეთის რეგიონში მოწეული არანაკლებ 100 ტონა რქაწითელის და/ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენი. ამასთან, შესყიდული 1 კგ ყურძნის სანაცვლოდ, ყურძნის ჩამბარებელს გადაუხადა არანაკლებ 90 თეთრი. კახეთის რეგიონში მევენახის მიერ მოწეული ყურძნის შესყიდვის სანაცვლოდ, კომპანიებზე გასაცემი სუბსიდია შეადგენს 1 კგ რქაწითელისა და 1 კგ კახური მწვანისთვის – 20 თეთრს. ამასთან ერთად, შპს „მოსავლის მართვის კომპანიამ” მევენახე ფერმერებს კლიმატური პირობების გამო დაზიანებულ 1 კილოგრამ ყურძენში 0.90 ლარს უხდიდა”,- აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!