სუს-ის თანამშრომლების, პოლიციელებისა და ჯარისკაცების ხელფასები 20%-ით იზრდება- ეს ბიუჯეტის პირველადი ვარიანტია და საბოლოო დამტკიცებამდე ორჯერ დაუბრუნდება მთავრობას ცვლილებებისთვის.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაფინანსება 25 მლნ ლარით იზრდება და 205 მლნ ლარს აღწევს. ზრდას სისტემაში დასაქმებულთა ხელფასების 20%-ით მატება განაპირობებს. დასაქმებულთა რაოდენობა არ იზრდება, ისევ 3 850 ადამიანი იქნება დასაქმებული.
საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასი სულ მცირე 10%-ით იზრდება. მათ შორის, პოლიციელებისა და ჯარისკაცების ხელფასები 20%-ით გაიზრდება. ხელფასების ზრდა შრომის ანაზღაურებაზე წლიურად გამოყოფილი თანხის 282 მლნ ლარით მატებას იწვევს,“ -აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.