2023 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან 1.5 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების ავტომობილების ექსპორტი განხორციელდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 592.2 მლნ აშშ დოლარის.
10 ქვეყნის ჩამონათვალი, სადაც მიმდინარე წლის 9 თვეში საქართველოდან ყველაზე მეტი ავტომობილი გაიყიდა და გადაიყიდა:
- ყირგიზეთი – 427.6 მლნ აშშ დოლარის 11 122 ავტომობილი
- ყაზახეთი – 414.9 მლნ აშშ დოლარის 26 586 ავტომობილი
- აზერბაიჯანი – 328.7 მლნ აშშ დოლარის 18 299 ავტომობილი
- სომხეთი – 239 777 მლნ აშშ დოლარის 13 265 ავტომობილი
- რუსეთი – 66 946 მლნ აშშ დოლარის 4 951 ავტომობილი
- ტაჯიკეთი — 23.9 მლნ აშშ დოლარის 2 178 ავტომობილი
- ბელგია – 18.8 მლნ აშშ დოლარის 387 ავტომობილი
- უკრაინა – 12.6 მლნ აშშ დოლარის 1 162 ავტომობილი
- არაბთა გაერთიანებული საამიროები – 9.5 მლნ აშშ დოლარის 181 ავტომობილი
- თურქეთი – 6.1 მლნ აშშ დოლარის 312 ავტომობილი
2023 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 15.910 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა-აქედან ექსპორტი 4.607 მლრდ აშშ დოლარ იყო (გაიზარდა 12.7 პროცენტით), ხოლო იმპორტი 11.303 მლრდ აშშ დოლარი (გაიზარდა 18.2 პროცენტით).