PMCG-ის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით 2023 წლის სექტემბერში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ ხელფასს, 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.9%-ით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 4.6%-ით არის გაზრდილი.
2023 წლის სექტემბერში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 0-დან 600 ლარამდე თვიურ ხელფასს, 18.6%-ს შეადგენდა, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 4.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 10.4 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია.
2023 წლის სექტემბერში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 2,400 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 22.6%-ს შეადგენდა, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 4.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 8.4 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.
2023 წლის სექტემბერში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9,600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 1.9%-ს შეადგენდა, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.7 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.
PMCG-ის დასაქმების თრექერის მიხედვით კი, 2023 წელს, აპრილიდან სექტემბრის ჩათვლით, jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების საშუალო წლიურმა ზრდამ 5.7% შეადგინა, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 32.6 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია.
ამავე პერიოდში 8,178 ვაკანსია გამოქვეყნდა ფინანსების, სტატისტიკის კატეგორიაში, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 28.0%-ით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 83.1%- ით გაზრდილი მაჩვენებელია.
2023 წელს, აპრილიდან სექტემბრის ჩათვლით, 11,580 ვაკანსია გამოქვეყნდა გაყიდვების, შესყიდვების კატეგორიაში, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 7.0%-ით ნაკლები, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 52.8%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
2023, წელს აპრილიდან სექტემბრის ჩათვლით, 10,438 ვაკანსია გამოქვეყნდა ადმინისტრაციის, მენეჯმენტის კატეგორიაში, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 19.1%-ით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 56.7%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.