დღის სიახლეებისიახლეები

Future Laboratory -ისა და Terminal • ტერმინალს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

0
გაზიარება
Future Laboratory -სა და Terminal • ტერმინალს შორის სტრატეგიული თანამშრომლობა დაიწყო – ინფორმაცია ამის შესახებ Future Laboratory-ის ხელმძღვანელის, ირაკლი ქაშიბაძის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
                                                                               ქაშიბაძის თქმით, აღნიშნული მემორანდუმი მიზნად ისახავს კომპლექსურ ქმედებებს, სტარტაპ ეკოსისტემის განსავითარებლად და მიიჩნევს, რომ რესურსების გაერთიანებით და აქტიური კოოპერაციით საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემა შეძლებს, დააჩქაროს განვითარება და კონკურენცია გაუწიოს საერთაშორისო სტარტაპ ეკოსისტემებს, გაზარდოს პოტენციური იუნიკორნები.
                                                                               “ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემისთვის, Future Laboratory -ის და Terminal • ტერმინალი– ის სტრატეგიული თანამშრომლობის დაწყებით. დღეს ჩვენს შორის ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომელიც კომპლექსურ ქმედებებს ისახავს მიზნად საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის განსავითარებლად.
ეს იქნება, მთელი რიგი აქტივობების და პროცესების, მათ შორის: ღონისძიებები, ტრენინგები საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, სილიკონის ველიდან და წამყვანი საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიებიდან, აქსელერაცია სტარტაპებისთვის, წვდომა საინვესტიციო ფონდებთან და საერთაშორისო ბაზრებთან, შესაძლებლობა განთავსდეთ Future Laboratory-ის პარტნიორულ ტექნოპარკებთან ცენტრალური აზიის რეგიონში და სხვა.
აღნიშნული თანამშლობა მნიშვნელოვანია კიდევ იმ კუთხით , რომ მხოლოდ რესურსების გაერთიანებით და აქტიური კოოპერაციით საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემა შეძლებს, დააჩქაროს განვითარება და კონკურენცია გაუწიოს საერთაშორისო სტარტაპ ეკოსისტემებს, გაზარდოს პოტენციური იუნიკორნები !!
ბოლოს კი მინდა ავღნიშნო, @ტერმინალის გუნდის მაღალი პროფესიონალიზმი და ქვეყანაში პოზიტიური ცვლილებების განხორციელების სურვილი. ნამდვილად სასიამოვნოა მსგავსი თანამშრომლობა და ესეთი პარტნიორი კომპანია !! ასევე უსურვო წამატება ჩვენს გუნდს ამოცანის წარმატებით შესასრულებლად !! ” – აღნიშნულია ირაკლი ქაშიბაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!