შემოსავლების სამსახურმა მიწაზე ქონების გადასახადის ახალი გამომთვლელი გამოაქვეყნა.
აღნიშნული სერვისი www.rs.ge -ს დაემატა, რომლის მეშვეობით შესაძლებელია გამომთვლელის შევსების დღეს მოქმედი განაკვეთების მიხედვით მიწის გადასახადის ოდენობის გამოთვლა.
“გაითვალისწინეთ, ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვადა არის – არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 ნოემბრისა, ხოლო გადასახადის გადახდის ვადა არის – არა უგვიანეს კალენდარული წლის 15 ნოემბრისა. საწარმო/ორგანიზაციის ქონების (მათ შორის მიწის) გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვადა არის – არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა, ხოლო მიწაზე ქონების გადასახადის გადახდის ვადაა – არა უგვიანეს კალენდარული წლის 15 ნოემბრისა”, – აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე.
ფიზიკური პირებისთვის 2022 წლის ქონებრივი დეკლარაციის წადრგენის ბოლო ვადა 31 ოქტომბერი იყო, ამასთან საგულისხმოა, რომ ახალი გამომთვლელი rs.ge-მ 1 ნოემბერს გამოაქვეყნა.