დღის სიახლეებისიახლეები

2024 წლის 1-ლი იანვრიდან სტომატოლოგიური კლინიკებისთვის ახალი სტანდარტები ამოქმედდება

0
გაზიარება

საკანონმდებლო მაცნეზე უკვე გამოქვეყნდა იმ მოთხოვნათა ჩამონათვალი, რომლის დაკმაყოფილებაც 2024 წლის 1-ლი იანვრიდან სტომატოლოგიურ კლინიკებს მოუწევთ.

მთავრობის დადგენილებით, სტომატოლოგიური კაბინეტისათვის ფართობი უნდა შეადგენდეს ძირითად სტომატოლოგიურ სავარძელზე − არანაკლებ 12 ​​​კვ.მ.-ს და ყოველ დამატებით სავარძელზე − არანაკლებ 6 ​​კვ.მ.-ს; სტომატოლოგიურ სავარძლებს შორის უზრუნველყოფილი უნდა იყოს არანაკლებ 2 მ-იანი დაშორება ან სავარძლებს შორის სივრცეები გამიჯნული უნდა იყოს სტაციონარული ტიხრით (სიმაღლით − არანაკლებ 1,8 მ-ისა).

დადგენილების თანახმად, სტომატოლოგიური საქმიანობის განმახორციელებელ პირს უნდა ჰქონდეს სერვისის მიწოდებისთვის საჭირო ინდივიდუალური დაცვის საშუალებების (იდს) მარაგი. კერძოდ, სავალდებულო მარაგის რაოდენობა 1 სავარძელზე გადაანგარიშებით ასეთია:

  • ქირურგიული ნიღაბი − არანაკლებ 100-ისა;
  • რესპირატორი − არანაკლებ 20 ც-ისა;
  • ერთჯერადი ხალათი − არანაკლებ 20 ც-ისა;
  • ერთჯერადი ხელთათმანი − არანაკლებ 100 ცალისა;

მრავალჯერადი სახის ფარი/ინდივიდუალური დაცვის სათვალე − არანაკლებ 4 ცალისა ან ერთჯერადი სახის ფარი/ინდივიდუალური დაცვის სათვალე − არანაკლებ 10 ცალისა.

მთავრობის დადგენილებით, სტომატოლოგიურ კლინიკას უნდა ჰყავდეს ინფექციების კონტროლზე, ინსტრუმენტების/სამედიცინო დანიშნულების საგნების სტერილიზაციაზე/დეზინფექციასა და ნარჩენების მართვაზე პასუხისმგებელი პირი; ასევე სტომატოლოგიურ დაწესებულებაში დასაქმებულ პერსონალს − ექიმს/ასისტენტს/ექთანს, ასევე სტერილიზაციასა და დეზინფექციაზე, სამედიცინო ნარჩენების შეგროვებაზე/შეკრებაზე/გატანაზე დასაქმებულ პერსონალს ჩატარებული უნდა ჰქონდეთ პროფილაქტიკური იმუნიზაცია B ჰეპატიტზე, კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პერიოდულობით, ასევე პერსონალს 6 თვეში ერთხელ უნდა ჩაუტარდეს სკრინინგი C ჰეპატიტზე.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!