დღის სიახლეებისიახლეები

 2 ათასი ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს საექთნო საქმიანობის უკანონო განხორციელება

0
გაზიარება

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებები განიხილა

გაბუნიას განცხადებით, ქვეყნის ჯანმრთელობის დაცვის სექტორში ექთნების და მეანი-ექთნების საჭიროზე მკვეთრად ნაკლები რაოდენობაა, ხოლო წარმოდგენილი ცვლილებები საკანონმდებლო დონეზე დაარეგულირებს ექთნების და მეანი-ექთნების განათლების, პროფესიული საქმიანობისა და პროფესიული განვითარების პროცესებს.

„უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ექთნის და მეანი-ექთნის სპეციალობები ემატება რეგულირებადი პროფესიების ჩამონათვალს. რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნულ სპეციალობებში საქმიანობის წინაპირობაა შესაბამისი კვალიფიკაციის არსებობა და სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდების ჩაბარება ან მოთხოვნილი კვალიფიკაციის მინიჭებისთვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი გამოცდის ჩაბარება. რაც შეეხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს, ვინაიდან უკვე ექთანი და მეანი ექთანი ხდება რეგულირებადი სპეციალობა, დაუშვებელია სახელმწიფო რეგისტრაციის მოწმობის და სერტიფიკატის გარეშე საქმიანობის წარმოება. საექთნო და მეანი-ექთნის უკანონო საქმიანობის განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ცვლილებების თანახმად, მკვიდრდება ახალი, გენდერულად ნეიტრალური ტერმინი და „ბებიაქალის“ წოდება ჩანაცვლდება ტერმინით „მეანი-ექთანი“.

ექთნებისა და მეანი-ექთნების მიღებული განათლების შესაბამისად, ინერგება წოდებრივი რანჟირების სისტემა. კანონპროექტით განისაზღვრება საექთნო და მეანი-ექთნის საქმიანობის სუბიექტის პროფესიული პასუხისმგებლობა და პასუხისმგებლობის სახეები.

ცვლილებები შედის ასევე „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“.

 

 

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!