საქსტატის მონაცემებით, იანვარ-სექტემბერში საქართველოს სავაჭრო ბრუნვამ 15,910 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, აქედან ევროპის ქვეყნებთან ვაჭრობა 3,285 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.
საქართველოდან ექსპორტის მხოლოდ 12,2% მოდის ევროკავშირზე, ხოლო ქვეყანაში იმპორტის 24% უკავია ევროპის ქვეყნებს. უფრო კონკრეტულად, 2023 წელს საქართველოდან ექსპორტირებული იყო 4,607 მლრდ აშშ დოლარის პროდუქტი, აქედან 565,098 მლნ აშშ დოლარის ევროკავშირში.
ხოლო, რაც შეეხება იმპორტს, წელს საქართველოში 11,303 მლრდ აშშ დოლარის საქონელი შემოვიდა, აქედან 2,720 მლრდ აშშ დოლარის ევროპის ქვეყნებზე მოდიოდა.
ტოპ-5 იმპორტირებული პროდუქტი:
- მსუბუქი ავტომობილები – 328,008 მლნ აშშ დოლარი
- ნავთობი და ნავთობპროდუქტები – 189,699 მლნ აშშ დოლარი
- სამკურნალო საშუალებები დაფასოებული – 175,461 მლნ აშშ დოლარი
- ტრაქტორები და უნაგირა საწევარები – 84,755 მლნ აშშ დოლარი
- სატელეფონო აპარატები, ფიჭური ქსელებისთვის ან სხვა უსადენო ქსელებისთვის განკუთვნილი ტელეფონების ჩათვლით – 82,625 მლნ აშშ დოლარი
ტოპ-5 ექსპორტირებული პროდუქტი:
- მადნები და კონცენტრატები სპილენძის – 261,348 მლნ აშშ დოლარი
- სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი – 32,170 მლნ აშშ დოლარი
- თხილი და სხვა კაკალი – 30,144 მლნ აშშ დოლარი
- ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები – 25,075 მლნ აშშ დოლარი
- მსუბუქი ავტომობილები – 22,426 მლნ აშშ დოლარი