დღის სიახლეებიპარტნირებისიახლეებიშიდა ქართლი

SGBA Business meeting 2023-ის ოფიციალური მხარდამჭერია სასტუმრო – გორი ინნ • Gori Inn

0
გაზიარება

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით 15 დეკემბერს Chateau De Vere შატო დე ვერე-ში Business meeting 2023 გაიმართება, რომლის მიზანიც არის:

✔️ასოციაციის წევრ კომპანიებს შორის თანამშრომლობისა და ურთიერთობების გაღრმავება;

✔️ინოვაციური და საინტერესო ბიზნეს პროექტების, ინიციატივებისა და პროდუქტების პოპულარიზაცია;

✔️ბიზნესისთვის საინტერესო პროექტებისა და საჭიროებების განხილვა, ახალი ინიციატივების ინიცირება და სხვადასხვა სახის ურთიერთმხარდამჭერი ღონისძიებების დაგეგმვა, როგორიცაა სტრატეგიული კომუნიკაციები, გაყიდვები, მარკეტინგი;

აღნიშნული ღონისძიება 100  კომპანიას უმასპინძლებს.

Business meeting 2023-ის ოფიციალური მხარდამჭერია სასტუმრო – გორი ინნ • Gori Inn

ეს საოცარი სასტუმრო, რომელიც პირველივე დანახვისას მოგხიბლავთ, „გორი ინნია“.

სასტუმრო2023 წლის თებერვალში გამოჩნდა ბაზარზე და წარმატებით უმასპინძლდება სტუმრებს, როგორც საკუთარი ქვეყნიდან, ისე სხვადასხვა ქვეყნებიდან. სასტუმრო გამორჩეულია მისი ადგილმდებარეობით, კომფორტული ნომრებით და სრულად მორგებულია სტუმრის სურვილებზე.

გორი ინნ მომხმარებელს სთავაზობს:კომფორტულ, დახვეწილ, თბილ გარემოს, ულამაზეს ხედებს ქალაქსა და გორიჯვარზე, გამორჩეულად დიდ და სივრცულ ოთახებს. სასტუმრო მდებარეობს გორში, ახალბაღის ტერიტორიაზე, გურამიშვილის 1 ნომერში. ქალაქის ცენტრთან ახლოს. აქვს შესანიშნავი ადგილმდებარეობა ტურისტებისთვის, ქალაქის ყველა ტურისტული ადგილი რამოდენიმე წუთის სავალზეა. სასტუმროს ირგვლივ უამრავი კაფე, ბარი, რესტორანი, ასევე თეატრი და მოსასვენებელი პარკებია განთავსებული. და რაც მთავარია, სასტუმრო მდებარეობს დედაქალაქთან ახლოს, მხოლოდ 40 წუთის სავალზე.

სასტუმროში 119 ნომერია – ოთახების კატეგორიები შემდეგნაირად ნაწილდება: ეკონომი, სტანდარტ დაბლი, სტანდარტ თვინი, ლუქსი, სუპერიორ ტრიპლი, სუპერიორ დაბლი/თვინი, შშმ პირთა ოთახი, დელუქსი და საპრეზიდენტო ნომერი, რომელიც სასტუმროს სავიზიტო ბარათად შეიძლება ჩაითვალოს.

საპრეზიდენტო ნომრის ფართობი 106 კვ.მია, ნომერში მისაღები ოთახი, საძინებელი, ჰოლი და სააბაზანო ოთახია, რომელიც აღჭურვილია მასაჟის მაგიდით და  ჯაკუზით. გარდა ამისა, საძინებლისა და სტუმრის სააბაზანოში განთავსებულია საშხაპე კაბინა, ყველა საჭირო ინვენტარით. საპრეზიდენტო ოთახს აქვს პანორამული ხედი სამ მხარეს.

სასტუმროში ერთხელ მისული სტუმარი აუცილებლად ბრუნდება უკან, ვინაიდან რი ინნ სერვისების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობენ. მათ შორის, ფიტნეს დარბაზი, საცურაო აუზი, ჯაკუზები, სველი საუნა, მშრალი საუნა, თურქული ჰამამი და სამაგიდო თამაშები.

სასტუმრო აერთიანებს საკონფერენციო სივრცეს, ლაუნჯ სივრცეს, ბარს, რესტორანს, ულამაზეს, გამწვანებულ ეზოს და პარკირების ზონას.

გორი ინნ – შეიგრძენი სრულყოფილი დასვენების გემო.

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

+995 551 54 50 54

ქ. გორი, გურამიშვილის ქ. 1

 

მსგავსი სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 807.7 მლნ დოლარს მიაღწია

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან…

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დამტკიცდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა, ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული…

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!