წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით 15 დეკემბერს Chateau De Vere შატო დე ვერე-ში Business meeting 2023 გაიმართება, რომლის მიზანიც არის:
✔️ასოციაციის წევრ კომპანიებს შორის თანამშრომლობისა და ურთიერთობების გაღრმავება;
✔️ინოვაციური და საინტერესო ბიზნეს პროექტების, ინიციატივებისა და პროდუქტების პოპულარიზაცია;
✔️ბიზნესისთვის საინტერესო პროექტებისა და საჭიროებების განხილვა, ახალი ინიციატივების ინიცირება და სხვადასხვა სახის ურთიერთმხარდამჭერი ღონისძიებების დაგეგმვა, როგორიცაა სტრატეგიული კომუნიკაციები, გაყიდვები, მარკეტინგი;
აღნიშნული ღონისძიება 100 კომპანიას უმასპინძლებს.
Business meeting 2023-ის ოფიციალური მხარდამჭერია საკონსულტაციო კომპანია – Fame Consulting • ფეიმ კონსალტინგი.
საზოგადოების წინაშე ნოემბრის თვეში წარდგება, თუმცა უკვე თანამშრომლობს სხვადასხვა კომპანიებთან, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე.
„ფეიმ კონსალტინგი“ საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც პარტნიორ კომპანიებს პიარისა და მარკეტინგის მიმართულებით სთავაზობს მომსახურებას და ეხმარება მათ წარმატების ფორმულის შექმნაში, მაღალი ეფექტურობის მიღწევასა და ბაზარზე უკეთესი ადგილის დამკვიდრებაში.
„ფეიმ კონსალტინგის“ გუნდი გამოირჩევა მრავალმხრივი გამოცდილებითა და პროფესიული ცოდნით. რაც იძლევა გარანტიას, რომ კომპანიის იმიჯის ფორმირების შედეგად, მათი ცნობადობა და პოზიციები არსებულ ბაზარზე გაიზრდება, ასევე, სტიმულირდება პროდუქციის (მომსახურების) გაყიდვების პროცესი.
„ფეიმ კონსალტინგი“ გთავაზობთ მომსახურებებს შემდეგი მიმართულებით:
- პიარ-მარკეტინგული სტრატეგიის დაგეგმვა და შემუშავება;
- საკომუნიკაციო კამპანიები;
- იმიჯის ფორმირება;
- სარეკლამო კამპანიის დაგეგმვა და განხორციელება;
- სოციალური მედია მარკეტინგი;
- ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
- ვებ-გვერდის დამზადება;
- და სხვ.
„ფეიმ კონსალტინგი“ წარმატებით თანამშრომლობს ქვეყნის წამყვან კომპანიებთან სხვადასხვა სფეროში, მათ შორის კომპანია „ინნ ჯგუფი“, „ალუტექ ჯორჯია“, „ინნ დეველოპმენტი“, „ბოლერო“, „შატო დე ვერე“, „ნიდერლანდების სამეფოს ქართული კულტურის ცენტრი“ და ა.შ.
საკონტაქტო ინფორმაცია: 577215070