ფინანსთა სამინისტროს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე), მიხედვით, 2024 წელს 10 თვეში უბილეთო მგზავრებზე 3 087 325 ლარის ჯარიმა გამოიწერა, 2022 წლის იანვარ-ოქტომბერში – 1 666 870 ლარის.
ასევე, გაზრდილია ზოგადად სანქციებიდან, საურავებიდან და ჯარიმებიდან ბიუჯეტში შესული თანხის მოცულობაც. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, წელს 10 თვეში ჯარიმებიდან და საურავებიდან ბიუჯეტში 297,024 მლნ ლარი შევიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში – 229,169 მლნ ლარი.