Interbrand-მა 2023 წლის საუკეთესო ბრენდების რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც მსოფლიოს წამყვანი 100 ბრენდის მიმდინარე წლის შედეგებია ასახული.
2023 წელს წამყვანი ბრენდების საერთო საბაზრო ღირებულება მხოლოდ 5.7%-ით, $3.3 ტრილიონამდე გაიზარდა, მაშინ, როცა გასულ წელს ეს მაჩვენებელი 16%-ით გაიზარდა და $3.1 ტრილიონს მიაღწია.
მთავარი მიგნებები:
- Apple უკვე მე-11 წელია, წამყვანი ბრენდების რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს.
- Airbnb წლის ყველაზე სწრაფად მზარდი ბრენდია, რომლის ღირებულებაც 2023 წელს 21.8%-ით გაიზარდა და, გასულ წელთან შედარებით, რეიტინგში 8 პოზიციით დაწინაურდა. ნავარაუდებია, რომ Airbnb-ის შემოსავალი წლიურად 13%-ით გაიზრდება.
- აღმოჩნდა, რომ საავტომობილო ინდუსტრიაც მზარდია – წელს BMW რეიტინგის TOP 10-ეულში პირველად მოხვდა. გარდა ამისა, Porsche-მ, Hyundai-მ და Ferrari-მ ორნიშნა ზრდა დააფიქსირეს.
- Tesla-მ რეიტინგში მე-12 ადგილი წელსაც შეინარჩუნა, თუმცა კომპანიის ზრდა, საავტომობილო ინდუსტრიის წარმომადგენლებს შორის, ყველაზე ნელია. 2023 წელს Tesla-ს ღირებულება მხოლოდ 4%-ით გაიზარდა, რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება BMW-სა და Mercedes-ის, საშუალოდ, 10%-იან ზრდას.
- ძვირად ღირებული, ე.წ. Luxury ბრენდების ინდუსტრია სტაბილურად მზარდია. ამ კომპანიათა საერთო ღირებულება წელს 6.5%-ით გაიზარდა. ყველაზე მეტად კი Hermes-ისა და Dior-ის საბაზრო ღირებულება, შესაბამისად, 10.2% და 8.4%-ით გაიზარდა. TOP კომპანიებს შორის მოხვდნენ Prada, Tiffany და Burberry-იც, რომლებიც წელს ახალი პარტნიორებითა და პროდუქტებით, თავიანთ ტრადიციულ ბაზრებს გასცდნენ.
მსოფლიოს საუკეთესო ბრენდების TOP 100