წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით 15 დეკემბერს Chateau De Vere შატო დე ვერე-ში Business meeting 2023 გაიმართება, რომლის მიზანიც არის:
✔️ასოციაციის წევრ კომპანიებს შორის თანამშრომლობისა და ურთიერთობების გაღრმავება;
✔️ინოვაციური და საინტერესო ბიზნეს პროექტების, ინიციატივებისა და პროდუქტების პოპულარიზაცია;
✔️ბიზნესისთვის საინტერესო პროექტებისა და საჭიროებების განხილვა, ახალი ინიციატივების ინიცირება და სხვადასხვა სახის ურთიერთმხარდამჭერი ღონისძიებების დაგეგმვა, როგორიცაა სტრატეგიული კომუნიკაციები, გაყიდვები, მარკეტინგი;
აღნიშნული ღონისძიება 100 კომპანიას უმასპინძლებს.
SGBA Business meeting 2023-ის ოფიციალური მხარდამჭერია, ბიზნესსაკონსულტაციო კომპანია-სოლუშენერი
ბიზნესსაკონსულტაციო კომპანია, სოლუშენერი 20-წლიანი გამოცდილების კონსულტანტების გუნდით გთავაზობთ:
- გაყიდვები
- მარკეტინგი
- PR
სოლუშენერის სერვისები მოიცავს:
- ბიზნესპროცესების და პროდუქტების ანალიზს;
- საფასო პოლიტიკის ფორმირებას;
- გაყიდვების და საკონსულტაციო სტრატეგიების შექმნა-დანერგვას;
- საჭირო ადამიანური რესურსების მოძიებას და გადამზადებას;
“სოლუშენერის” სპეციალური შეთავაზება მცირე და საშუალო ბიზნესისთვის: გაყიდვების, მარკეტინგის და PR-ის ერთიანი სტრატეგიის შექმნა