წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით 15 დეკემბერს Chateau De Vere შატო დე ვერე-ში Business meeting 2023 გაიმართება, რომლის მიზანიც არის:
✔️ასოციაციის წევრ კომპანიებს შორის თანამშრომლობისა და ურთიერთობების გაღრმავება;
✔️ინოვაციური და საინტერესო ბიზნეს პროექტების, ინიციატივებისა და პროდუქტების პოპულარიზაცია;
✔️ბიზნესისთვის საინტერესო პროექტებისა და საჭიროებების განხილვა, ახალი ინიციატივების ინიცირება და სხვადასხვა სახის ურთიერთმხარდამჭერი ღონისძიებების დაგეგმვა, როგორიცაა სტრატეგიული კომუნიკაციები, გაყიდვები, მარკეტინგი;
აღნიშნული ღონისძიება 100 კომპანიას უმასპინძლებს.
SGBA Business meeting 2023-ის პარტნიორია, ფოტო სტუდია – „ლოლიპოპსი“.
6 წლის წინ პატარა, მაგრამ ტრადიციებით და სითბოთი სავსე ქ. რუსთავში მოგონებების ფოტოზე აღბეჭდვის სურვილითა და დიდი ძალისხმევით შეიქმნა სივრცე, სადაც მრავალი დახვეწილი დიზაინის, სტუდიური რეკვიზიტის თუ ორიგინალური გადასაღები ლოკაციით, განუმეორებელ კადრებს გთავაზობთ პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი.
ფოტო სტუდია „ლოლიპოპსი“, ასევე გამორჩეულია მრავალფეროვანი პროფილით: სტუდიაში ხდება საოჯახო, ახალშობილთა, დაბადების დღის, თემატური, სეზონური, წყვილების, ორსულთა, სასკოლო… სტუდია ფოტოსესიების გადაღებას სცენის შესაბამის სამოსითა და ატრიბუტიკით უზრუნველყოფს .
„წინააღმდეგობები საკმაოდ ბევრი იყო,ძირითად პრობლემად საქართველოში შესაბამისი ტექნიკის, სტუდიის აღჭურვილობის, რეკვიზიტების და საჭირო ნივთების შესაძენი ბაზრის არ არსებობა გამოიკვეთა. უცხოელ მომწოდებლებთან ურთიერთობის დამყარება კი დამატებით დროს და ფინანსებს მოითხოვდა.
დღეს უკვე თამამად წარმოგიდგენთ ჩვენს ფრთაშესხმულ ოცნებას! ბევრი სირთულის მიუხედავად, სიამაყით შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ ჩვენს ქვეყანაში ამ დარგის განვითარების სათავეში სტუდია „ლოლიპოპსიც“ მოისაზრება და მრავალი დახვეწილი დიზაინის, სტუდიური რეკვიზიტის თუ ორიგინალური გადასაღები ლოკაციის ავტორები ვართ.
სტუდია „ლოლიპოპსში“ ჩვენ ვცდილობთ კამერით აღვბეჭდოთ ის სხივი და სიყვარული, რაც თითოეული პატარის თვალებში ჩანს, ვაჩუქოთ მათ მშობლებს განუმეორებელი კადრები და სამუდამოდ შევუნახოთ შვილების სინორჩე. ჩვენი სტუდიის წყალობით უკვე ბევრმა ოჯახმა აღადგინა მივიწყებული ტრადიცია: დღეს, მობილური ტელეფონების ეპოქაში სტუდიური საოჯახო ფოტოების გადაღების კულტურა კვლავაც აქტუალური გახდა.
მიღებული შედეგებით კმაყოფილი მშობლების მადლიერებამ უზარმაზარი სტიმული მოგვცა გაგვეზარდა მაშტაბები. შედეგად სტუდიაში წარმატებით დაინერგა სასკოლო, ბაღის, საოჯახო ალბომების დამზადების პრაქტიკა და იგეგმება კიდევ სხვა მრავალი სიახლე…
2023 წლის ბოლოს ჩვენს ერთგულ მომხმარებლებს 7-ზე მეტი საახალწლო დეკორატიული კედელი დავახვედრეთ, რითაც ძალიან ვამაყობთ და გარწმუნებთ კიდევ მრავალ საინტერესო სიახლეს შევთავაზებთ მომხმარებლებს.
გვეამაყება, რომ რუსთავში წარმოვადგენთ ფოტო სტუდია “ლოლიპოპს”.
ჩვენ ვინახავთ თქვენს მოგონებებს მომავლისთვის! „ – ნინო ნასყიდაშვილი – ფოტო სტუდია “ლოლიპოპსი”-ს დამფუძნებელი