დღის სიახლეებისიახლეები

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი ეცემა

0
გაზიარება

მსოფლიო ბაზარზე ერთი ბარელი Brent-ის ტიპის ნედლი ნავთობის საერთაშორისო საორიენტაციო მაჩვენებელი 80 აშშ დოლარზე დაეცა, ხოლო West Texas Intermediate-ის ფასი 76.6 აშშ დოლარამდე შემცირდა. ნავთობზე ფასის კლების უმთავრეს მიზეზად OPEC+-ის შეხვედრის მოლოდინი სახელდება.

reuters-ის ინფორმაციით, მიუხედავად შეხვედრის მხოლოდ 4-დღიანი დაყოვნებისა, ინვესტორები შიშობენ, რომ OPEC+-ის წევრ სახელმწიფოებს შორის გარკვეული განხეთქილება არსებობს და მათ მიწოდების საკითხზე შეთანხმების მიღწევა უჭირთ. როგორც ცნობილია, კარტელის ნაწილი ნავთობის მიწოდების უცვლელად დატოვებას ითხოვს, რასაც დასავლეთიდან მომდინარე პოლიტიკური ზეწოლა განაპირობებს. მეორე ნაწილს კი მიწოდების შემცირება და ამით ბირჟაზე ფასების გაზრდა სურს, უშუალოდ ამ იდეას განსაკუთრებით უჭერენ მხარს საუდის არაბეთის და რუსეთის ლიდერები.

ასევე, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კარტელი განიხილავს ნავთობის მოპოვების შემდგომ შემცირებას 1 მილიონ ბარელამდე დღეში, საუდის არაბეთი კი წარმოების არსებულ ნებაყოფლობით შემცირებას მინიმუმ პირველი კვარტლის ბოლომდე გაახანგრძლივებს.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!