დღის სიახლეებისიახლეები

2023 წელს საქართველოდან ჯამში, 104,4 ათასი ტონა კარტოფილი უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნდა

0
გაზიარება

2023 წელს საქართველოდან ჯამში, 104,4 ათასი ტონა კარტოფილი უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნდა

შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებული მონაცემები მიხედვით, 2023 წელს პროდუქტი 5-ჯერ გაბრუნდა უკან – მიზეზი ყველა შემთხვევაში, სურსათის უვნებლობის მოთხოვნილებების დაუკმაყოფილებლობა იყო.

24 ნოემბერს ლაგოდეხში, ბელარუსიდან მომდინარე, 21,5 ტონა კარტოფილით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება გაბრუნებას დაექვემდებარა. როგორც შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, ნიმუშების ლაბორატორიული ანალიზით, კარტოფილში საკარანტინო მავნე ორგანიზმების არსებობა დადასტურდა.

პროდუქტით დატვირთული სატრანსპორტო საშუალება ორჯერ გააბრუნეს უკან იანვარშიც. ერთ შემთხვევაში, საბაჟო გამშვებ პუნქტში „ყაზბეგი“, 42 250 კილოგრამი კარტოფილის შემოწმების შედეგად, პროდუქტში მცენარეთა სიჯანსაღისა და სურსათის უვნებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობა გამოვლინდა, რის გამოც, პროდუქტი რუსეთის ფედერაციას უკან დაუბრუნდა. მეორე შემთხვევაში კი, საქართველომ ლარსის საბაჟოდან სხვადასხვა ქვეყნიდან შემოტანილი 42 000 კგ კარტოფილი გააბრუნა უკან.

საბაჟო კონტროლის შემდგომ მცენარეული წარმოშობის ტვირთები ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა თებერვალშიც, რომელთა შორის იყო კარტოფილი. შემოსავლების სამინისტროს ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ყაზბეგი“, საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, უცხო ქვეყნიდან შემოტანილი 20 000 კგ. კარტოფილის შემოწმების შედეგად, პროდუქტებში მცენარეთა სიჯანსაღისა და სურსათის უვნებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობა გამოვლინდა. მარტში, „საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ყაზბეგი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, უცხო ქვეყნებიდან შემოტანილი ჯამში 129.1 ტონა კარტოფილის შემოწმების შედეგად, პროდუქტში მცენარეთა სიჯანსაღისა და სურსათის უვნებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობა გამოვლინდა, რის გამოც კარტოფილი უკან, ექსპორტიორ ქვეყნებს დაუბრუნდათ.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!