2023 წლის მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით, jobs.ge-ზე 45 954 ვაკანსია გამოქვეყნდა. 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მაჩვენებელი 5.1%-ით გაიზარდა – ამის შესახებ PMC კვლევითი ცენტრი დასაქმების თრექერში წერს.
2023 წლის მაისი-ოქტომბრის პერიოდში 11 941 ვაკანსია გამოქვეყნდა – გაყიდვების/შესყიდვების კატეგორიაში, 10 808 ვაკანსია – ადმინისტრაციის/მენეჯმენტის კატეგორიაში, 8 365 ვაკანსია კი – ფინანსების/სტატისტიკის კატეგორიაში.