იანვარ-ოქტომბრის მონაცემებით, საქართველომ 1,025 მლნ დოლარად 2,635 ტონა თურქული ვაშლი შეიძინა
თურქეთში ვაშლზე მოთხოვნამ იმატა. Ani Tarim-ის გაყიდვებისა და მარკეტინგის მენეჯერის მეჰმედ ჩაკმაკის თქმით, განსაკუთრებული მოთხოვნაა „გალაზე“, რომლის მარაგიც მათ თითქმის ამოწურული აქვთ.
მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბრის მონაცემებით, საქართველომ 1,025 მლნ დოლარად 2,635 ტონა თურქული ვაშლი შეიძინა. რაც შეეხება 2022 წელს, შარშან ქვეყანაში 3,849 ტონა თურქული ვაშლი შემოვიდა, რომლის ღირებულებამაც 1,303 მლნ დოლარი შეადგინა.
მეჰმედ ჩაკმაკის განცხადებით, ძირითად ექსპორტიორ ქვეყანაში, ინდოეთში, ვაშლზე მოთხოვნამ შედარებით იკლო, დიდი ალბათობით ადგილობრივი კარგი მოსავლის გამო, თუმცა გაიზარდა ექსპორტი ვეროპისა და ამერიკის მიმართულებით.
წლევანდელი ვაშლის მოსავალი თურქეთში შარშანდელისას, ცოტა ჩამოუვარდებოდა: 2022 წელს ვაშლის მოსავალმა 4,8 მილიონი ტონა შეადგინა, მაშინ, როცა წელს ამ მაჩვენებლმა 4,7 მილიონი ტონა შეადგინა.
ინდოეთი თურქული ვაშლის უმსხვილესი მომხმარებელია. 2022 წელს იქ 100 496 ტონა პროდუქტი გავიდა. მეორე ადგილზეა რუსეთი – 80 981 ტონით, მესამეზე კი ერაყი – 51 823 ტონით.