დღის სიახლეებისიახლეები

SGBA Business meeting 2024-ის პარტნიორია, რესტორანი – ამირანი

0
გაზიარება

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით 2 თებერვალს  Chateau De Vere შატო დე ვერე-ში Business meeting 2024 გაიმართება, რომლის მიზანიც არის:

✔️ასოციაციის წევრ კომპანიებს შორის თანამშრომლობისა და ურთიერთობების გაღრმავება;

✔️ინოვაციური და საინტერესო ბიზნეს პროექტების, ინიციატივებისა და პროდუქტების პოპულარიზაცია;

✔️ბიზნესისთვის საინტერესო პროექტებისა და საჭიროებების განხილვა, ახალი ინიციატივების ინიცირება და სხვადასხვა სახის ურთიერთმხარდამჭერი ღონისძიებების დაგეგმვა, როგორიცაა სტრატეგიული კომუნიკაციები, გაყიდვები, მარკეტინგი;

აღნიშნული ღონისძიება 100  კომპანიას უმასპინძლებს.

SGBA Business meeting 2024-ის პარტნიორია, რესტორანი – ამირანი

რესტორანი „ამირანი“- გამორჩეული გემოები და მრავალფეროვანი კერძები

2007 წელს ქ. ქუთაისში ქართული, კლასიკური რესტორანი შეიქმნა, რომელიც გამორჩეულია, როგორც უგემრიელესი ქართული ტრადიციული კერძებით, ასევე შერეული ტიპის სამზარეულოთი.

საოჯახო ბიზნესი 16 წელია ცნობილია სტაბილურად უგემრიელესი კერძებით, მაღალი ხარისხის მომსახურეობით, თბილი სტუმართმოყვარეობით და ლამაზი გარემოთი, რომელიც ხიბლავს აქ მოსულ სტუმარს..

რესტორანი „ამირანი“-ს სტუმრებს შეუძლიათ ისარგებლონ სხვადასხვა ტიპის დარბაზებით:

*ცენტრალური კლასიკური დარბაზი

*აზიური სივრცე

*ოქროს მცირე დარბაზი

*ინდივიდუალური კუპე

*ღია ტერასა(სეზონურად)

თითოეულ სივრცეში შესაძლებელია ქორწილების, დაბადები დღეების,ნათლობების და სხვადასხვა დახურული თუ ღია კორპორატიული საღამოების ჩატარება.

რესტორანი „ამირანი“აზიურ სივრცეში თინეიჯერებს (15 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის) სპეციალურ პროგრამას სთავაზობს ,რომელიც დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს…

„ჩვენ სტუმრის მიმართ დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ და მუდმივად ვმუშაობთ,რომ უკეთესები ვიყოთ..სისტემატიურად ვამოწმებთ კერძების გემოვნურ თვისებებსა და პროდუქტის სიჯანსაღეს!ალბათ მომხმარებელს ჩვენში სწორედ ეს სტაბილურობა მოსწონს. სამომავლოთ ასევე ბევრ საინტერესო და კარგ სიახლეებს ვპირდებით ჩვენს მომხმარებლებს!  სარესტორნო ბიზნესი ცოცხალი ორგანიზმია და ჩვენც ვცდილობთ მის განვითარებასა და დახვეწაში წვლილი შევიტანოთ…მუდმივად სიახლის ძიებაში ვართ!!!!“ -გამეზარდაშვილი ია , რესტორან „ამირანის“ გენერალური მენეჯერი

 

 

საკონტაქტო ინფორმაცია : 555 27 25 26

ელ. მისამართი : [email protected]

 

 

 

მსგავსი სიახლეები

საერთაშორისო სემინარი “კეთილდღეობა სკოლებში” – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი

სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, პროგრამა eTwinning -ის ფარგლებში, ჩატარდა საერთაშორისო სემინარი "კეთილდღეობა სკოლებში". სემინარში მონაწილეობას იღებდნენ ქართველი და ევროპის 14…

ქართული მართვის მოწმობით საბერძნეთში გადადგილება შესაძლებელი ხდება

ქართული მართვის მოწმობით გადადგილება საბერძნეთშიც შესაძლებელი ხდება. შესაბამის, „მართვის მოწმობების ურთიერთაღიარების და გაცვლის შესახებ“ შეთანხმებას, საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობებს შორის ხელი უკვე მოეწერა.…

აგვისტოში საქართველოში ყველაზე მეტად კიტრი და კივი გაძვირდა, ხოლო მწვანილი და კომბოსტო გაიაფდა

eastfruit-ი სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ივლისთან შედარებით აგვისტოში სამომხმარებლო ფასებმა 0.1%-ით დაიკლო. გამოცემის ცნობით, ფასების ზრდა ცალკეულ პროდუქტებზე სეზონურობით არის ახსნილი. აგვისტოში საქართველოში…

აფრიკაში ბანანის ღვინის წარმოება დაიწყეს – BBC

აღმოსავლეთ აფრიკის რესპუბლიკა მალავიში ღვინის კოოპერატივ Twitule-მ ბანანის ღვინის წარმოება დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. Twitule ღვინის დასაყენებლად გადამწიფებულ ბანანს იყენებს, რაც, ფერმერების განცხადებით,…

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან გერმანიაში 811 000 ლიტრი ღვინოა ექსპორტირებული

ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფრომაციით, 2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან გერმანიაში 811 ათასი ლიტრი ღვინოა ექსპორტირებული და გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 37%-იანი ზრდა შეადგინა.…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!