დღის სიახლეებისიახლეები

SGBA Business meeting 2024-ის სპონსორია, ლითონის ნაკეთობათა მწარმოებელი კომპანია – K Group

0
გაზიარება

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით 2 თებერვალს  Chateau De Vere შატო დე ვერე-ში Business meeting 2024 გაიმართება, რომლის მიზანიც არის:

✔️ასოციაციის წევრ კომპანიებს შორის თანამშრომლობისა და ურთიერთობების გაღრმავება;

✔️ინოვაციური და საინტერესო ბიზნეს პროექტების, ინიციატივებისა და პროდუქტების პოპულარიზაცია;

✔️ბიზნესისთვის საინტერესო პროექტებისა და საჭიროებების განხილვა, ახალი ინიციატივების ინიცირება და სხვადასხვა სახის ურთიერთმხარდამჭერი ღონისძიებების დაგეგმვა, როგორიცაა სტრატეგიული კომუნიკაციები, გაყიდვები, მარკეტინგი;

აღნიშნული ღონისძიება 100  კომპანიას უმასპინძლებს.

SGBA Business meeting 2024-ის სპონსორია, ლითონის ნაკეთობათა მწარმოებელი კომპანია – K Group

 წარმოებული „K Group“-ის მიერ ნიშნავს უკომპრომისობას ხარისხთან!

„K Group“ არის ლითონის ნაკეთობათა მწარმოებელი კომპანია, რომელიც ქართულ ბაზარზე  2004 წლიდან მომხმარებელს 100%-ით დასრულებული სახით აწვდის პროდუქციას.

„დამკვეთს შეგვიძლია ერთად შევთავაზოთ ბეტონი, მონტაჟი, შეღებვა და სხვა მომსახურეობები,ასევე პროდუქციის ფართო ასორტიმენტი, როგორც ჩვენი კატალოგიდან, ასევე მათი დიზაინით შექმნილი. „K Group“-ის საწარმო ხარისხზეა ორიენტირებული და ერთადერთი კომპანიაა საქართველოში, რომელიც ლითონს ამუშავებს, რაც გულისხმობს შეღებვამდე ქვიშით წმენდას, ეს კი თავისთავად ხელს უწყობს ლითონს, რომ უფრო დიდხანს შეინარჩუნოს თავისი იერსახე“ – კორნელი ხვედელიძე, დამფუძნებელი და დირექტორი

„K Group“  ასევე აწარმოებს ჭიშკარს, ავტოფარეხის კარის გამღებ ავტომატურ მექანიზმებსა და შლაგბაუმებს, რომლებიც ახალი პროდუქტია ქართულ ბაზარზე, თუმცა დიდი პოპულარობით სარგებლობს, მაღალი ხარისხისა და დაბალი ღირებულების გამო.

სხვადასხვა სფეროს ექსპერტების, ბიზნეს პარტნიორების და მომხმარებლების გამოკითხვით, „K Group“ გახდა ბიზნეს დაჯილდოვების  „N1 Golden Brand”_ის 2021 და 2022 წლების გამარჯვებული კომპანია, ხოლო 2022 წელს გაიმარჯვა „ქართული ბრენდის დღის“ დაჯილდოვებაზე ნომინაციაში „რეპუტაცია და ნდობა“ .

„K Group“  მომსახურების ფართო ასორტიმენტით და ხარისხით თავის სექტორში უმაღლეს დონეზე პოზიციონირებს. ქმნის ახალ ღირებულებებს, რომელიც პასუხობს მაღალ მოლოდინებს და უზრუნველყოფს სანდო მომსახურებას.

საწარმოო პროცესის აჩქარების, მექანიზირების გამარტივებისა და მეტი სიზუსტის უზრუნველსაყოფად, „K Group“  აღჭურვილია ნახევრად ჰიბრიდული დანადგარებით, რომელიც  ენერგო-ეფექტურია და ნაკლებ ზიანს აყენებს მწვანე გარემოს. კომპანია, აგრძელებს ამ პოლიტიკით მუშაობას და მომავალშიც აპირებს მიყვეს თანამდეროვე ტენდენციებს და სრულად გადავიდეს ენერგო-ეფექტურ წარმოებაზე.

„K Group“ -ის მიზანია საქმის ავტომატიზაცია, რომლის მეშვეობითაც საწარმოში სამუშაო პროცესი კიდევ უფრო აჩქარდებს, შემცირდეს ხარჯები, დასაქმდეს უფრო მეტი ადამიანი, შესრულდეს შეკვეთების დიდი რაოდენობა და რაც მთავარია ხარიხსიანად, არა მარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც.

 

მის :  ქ. რუსთავში, მშვიდობის N5ა-ში / წერეთლის N116 დიდუბე პლაზას ბიზნესცენტრი

საკონტაქტო ინფორმაცია : 555144064 ; 599806807

მსგავსი სიახლეები

საერთაშორისო სემინარი “კეთილდღეობა სკოლებში” – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი

სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, პროგრამა eTwinning -ის ფარგლებში, ჩატარდა საერთაშორისო სემინარი "კეთილდღეობა სკოლებში". სემინარში მონაწილეობას იღებდნენ ქართველი და ევროპის 14…

ქართული მართვის მოწმობით საბერძნეთში გადადგილება შესაძლებელი ხდება

ქართული მართვის მოწმობით გადადგილება საბერძნეთშიც შესაძლებელი ხდება. შესაბამის, „მართვის მოწმობების ურთიერთაღიარების და გაცვლის შესახებ“ შეთანხმებას, საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობებს შორის ხელი უკვე მოეწერა.…

აგვისტოში საქართველოში ყველაზე მეტად კიტრი და კივი გაძვირდა, ხოლო მწვანილი და კომბოსტო გაიაფდა

eastfruit-ი სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ივლისთან შედარებით აგვისტოში სამომხმარებლო ფასებმა 0.1%-ით დაიკლო. გამოცემის ცნობით, ფასების ზრდა ცალკეულ პროდუქტებზე სეზონურობით არის ახსნილი. აგვისტოში საქართველოში…

აფრიკაში ბანანის ღვინის წარმოება დაიწყეს – BBC

აღმოსავლეთ აფრიკის რესპუბლიკა მალავიში ღვინის კოოპერატივ Twitule-მ ბანანის ღვინის წარმოება დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. Twitule ღვინის დასაყენებლად გადამწიფებულ ბანანს იყენებს, რაც, ფერმერების განცხადებით,…

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან გერმანიაში 811 000 ლიტრი ღვინოა ექსპორტირებული

ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფრომაციით, 2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან გერმანიაში 811 ათასი ლიტრი ღვინოა ექსპორტირებული და გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 37%-იანი ზრდა შეადგინა.…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!