წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით 2 თებერვალს Chateau De Vere შატო დე ვერე-ში Business meeting 2024 გაიმართება, რომლის მიზანიც არის:
✔️ასოციაციის წევრ კომპანიებს შორის თანამშრომლობისა და ურთიერთობების გაღრმავება;
✔️ინოვაციური და საინტერესო ბიზნეს პროექტების, ინიციატივებისა და პროდუქტების პოპულარიზაცია;
✔️ბიზნესისთვის საინტერესო პროექტებისა და საჭიროებების განხილვა, ახალი ინიციატივების ინიცირება და სხვადასხვა სახის ურთიერთმხარდამჭერი ღონისძიებების დაგეგმვა, როგორიცაა სტრატეგიული კომუნიკაციები, გაყიდვები, მარკეტინგი;
აღნიშნული ღონისძიება 100 კომპანიას უმასპინძლებს.
SGBA Business meeting 2024-ის ოფიციალური მხარდამჭერია, პირველი ფოტო-პერსონალური კომიქსი – KinderBubu
KinderBubu – წარმოადგენს მარტივ შესაძლებლობას, ბავშვებისთვის ანბანის შესასწავლად. KinderBubu არის უნიკალური ფოტო-პერსონალური წიგნები 12 წლამდე ბავშვებისთვის.
“ქინდერბუბუ” არის ქართველი გენიოსის, იაკობ გოგებაშვილის ,,დედა ენის,, საფუძველზე შექმნილი ანბანის შემსწავლელი ფოტო-პერსონალური წიგნი-მეთოდი. ფოტო-პერსონალური წიგნი-მეთოდი ბავშვს უჩენს მოტივაციას და ენთუზიაზმს, გამოიჩინოს ინიციატივა ანბანის და კითხვის შესასწავლად. ეს პროექტი, საქართველოს ბავშვებს, ადრეულ ასაკშივე გაუჩენს დაუვიწყარ ზღაპრულ ემოციებს და დაამეგობრებს მომავალ თაობებს!
პროექტის მიზანი:
1) ბავშვმა ადრეულ ასაკში, მოტივაციით და ენთუზიაზმით შეისწავლოს ანბანი და კითხვა;
(უამრავი საერთაშორისო მეც. კვლევა ადასტურებს, რომ თუ ბავშვი ადრეულ ასაკში დადებითი მუხტით
სწავლობს ანბანს და კითხვას, შედეგად მისი აკადემიური მიღწევები ბევრად მაღალია)
2) ეს პროდუქტი, მსოფლიოში მაქსიმალურად ბევრი ბავშვისთვის უნდა გახდეს ხელმისაწვდომი, რათა
ადრეულ ასაკშივე მოხდეს ბავშვების და მათი ოჯახების დაახლოება-დამეგობრება – მათ ხომ საერთო,
ანბანის შემსწავლელი ფოტო-პერსონალური სათავგადასავლო წიგნი დაამეგობრებთ;
(ოჯახებისგან 100% დადებითი უკუკავშირია)