წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით 2 თებერვალს Chateau De Vere შატო დე ვერე-ში Business meeting 2024 გაიმართება, რომლის მიზანიც არის:
✔️ასოციაციის წევრ კომპანიებს შორის თანამშრომლობისა და ურთიერთობების გაღრმავება;
✔️ინოვაციური და საინტერესო ბიზნეს პროექტების, ინიციატივებისა და პროდუქტების პოპულარიზაცია;
✔️ბიზნესისთვის საინტერესო პროექტებისა და საჭიროებების განხილვა, ახალი ინიციატივების ინიცირება და სხვადასხვა სახის ურთიერთმხარდამჭერი ღონისძიებების დაგეგმვა, როგორიცაა სტრატეგიული კომუნიკაციები, გაყიდვები, მარკეტინგი;
აღნიშნული ღონისძიება 100 კომპანიას უმასპინძლებს.
SGBA Business meeting 2024-ის ოფიციალური მხარდამჭერია, რესტორანი – ვილა პარკი
ვილა პარკ გორი არის სივრცე, რომელიც მორგებულია ნებისმიერი ასაკისა და გემოვნების ადამიანებზე, მრავალფეროვანი და ინდივიდუალური შეთავაზებებითა და სერვისებით.
რესტორანი ვილა პარკი გორის გამორჩეული რესტორანია, რომელიც სტუმრების ყურადღებას თანამედროვე დიზაინითა და დახვეწილი ინტერიერით იქცევს. აღსანიშნავია, რომ ინტერიერი დამფუძნებლების გემოვნებით არის შერჩეული.
ვილა პარკ გორი მრავალფუნქციური ტიპის რესტორანია, სადაც უგემრიელს სამზარეულოსთან ერთად ფუნქციონირებს ბიზნეს ფორუმებისთვის და პრეზენტაციებისთვის განკუთვნილი დარბაზები. ფუნქციონირებს VIP კუპეც, სადაც დამკვეთის ნებისმიერი სურვილი და მოთხოვნა გათვალისწინებულია. სასიამოვნო და განსატვირთი სივრცეების გარდა, რესტორანს აქვს გარე-აუზი და ვერანდა, რომლითაც მომხმარებლები მუდამ კმაყოფილები რჩებიან.
ვილა პარკ გორის გამორჩეული ინტერიერ-ექსტერიერის გარდა, არის განსხვავებული მენიუ. სამზარეულოს გუნდი დატვირთულია სპეციალისტებითა და მაღალი კლასის შეფ-მზარეულით, რომელიც პასუხისმგებელია კერძების ხარისხზე. გამორჩეულ საფირმო კერძებად ღორის სუკი კარამელიზირებული კომშით, გამომცხვარი საქონლის ნეკნი წითელ ღვინოში-გამომცხვარი პიურით სახელდება და არ უნდა დავივიწყოთ განთქმული და გემრიელი გორული კატლეტი. შესაძლებელია რესტორნის უგემრიელესი კერძების დაგემოვნება საკურიერო სერვისის დახმარებით გორის მასშტაბით, ნებისმიერ ადგილზე.