წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით 2 თებერვალს Chateau De Vere შატო დე ვერე-ში Business meeting 2024 გაიმართება, რომლის მიზანიც არის:
✔️ასოციაციის წევრ კომპანიებს შორის თანამშრომლობისა და ურთიერთობების გაღრმავება;
✔️ინოვაციური და საინტერესო ბიზნეს პროექტების, ინიციატივებისა და პროდუქტების პოპულარიზაცია;
✔️ბიზნესისთვის საინტერესო პროექტებისა და საჭიროებების განხილვა, ახალი ინიციატივების ინიცირება და სხვადასხვა სახის ურთიერთმხარდამჭერი ღონისძიებების დაგეგმვა, როგორიცაა სტრატეგიული კომუნიკაციები, გაყიდვები, მარკეტინგი;
აღნიშნული ღონისძიება 100 კომპანიას უმასპინძლებს.
SGBA Business meeting 2024-ის პარტნიორია, აქსესუარების ბრენდი – Atelier Paskunji
აქსესუარების ბრენდის „ატელიე ფასკუნჯი“ს (Atelier Paskunji) ისტორია 2019 წლიდან იწყება, როცა ავსტრალიელმა ბიზნესმენმა ტალალ ვეჰბემ თბილისში ბუტიკ-სასტუმრო „ფასკუნჯი“ გახსნა. ბიზნესმენის განსაკუთრებული აღფრთოვანება ქართულმა ანბანმა დაიმსახურა, რაც შემდეგ აქსესუარების წარმოებაში მთავარი კონცეფციად იქცა. იდეის განსახორციელებლად იგი დიზაინერ მამუკა ნაჭყებიას დაუკავშირდა, რომელიც ბრენდის თანადამფუძნებელი გახდა და მათი ჩანაფიქრი მალე რეალობად იქცა.
თავდაპირველად ატელიე ფასკუნჯი“ ყელსაბამებს და საყურეებს აწარმოებდა, თუმცა მალევე მათ რიგებს, ბეჭდები და აბრეშუმის შარფები შეუერთდა, ხოლო დღეს უკვე ატელიე ტყავის პროდუქციასაც სთავაზობს მომხმარებლებს – ჩანთები და სხვა აქსესუარები, უმაღლესი ხარისხის პორსელინის ყავის ჭიქები, გაფორმებული ქართული ტრადიციული ორნამენტებით
ბრენდის სავიზიტო ბარათი ქართული ანბანის კოლექციაა, რომელიც მომხმარებელმა უკვე კარგად გაიცნო და შეიყვარა. ანბანი აქსესუარებში – არის უკვე ძალიან საინტერესო გადაწყვეტილება- ამავე დროს, მაღალი ხარისხის ვერცხლისა და მოოქროვილი მეტალისგან დამზადებული (რომელიც ასევე დაპატენტებულია) აქსესუარები, ნეოკლასიკური ფორმებისა და ფერების გამორჩეულ დიზაინით, რასაც „ატელიე ფასკუნჯი“ ხელმისაწვდომ ფასად სთავაზობს მომხმარებელს, მართლაც გამორჩეულს ხდის ჩვენს პროდუქციას.
“ატელიე ფასკუნჯი” წარმოადგენს ქართული დიზაინის სახლს, რომელიც ვითარდება უნიკალური ქართული დიზაინისა და კულტურის ირგვლივ
მისამართი : თბილისი, გ. ტაბიძის #9
ნომერი : 571 03 03 01