წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით 2 თებერვალს Chateau De Vere შატო დე ვერე-ში Business meeting 2024 გაიმართება, რომლის მიზანიც არის:
✔️ასოციაციის წევრ კომპანიებს შორის თანამშრომლობისა და ურთიერთობების გაღრმავება;
✔️ინოვაციური და საინტერესო ბიზნეს პროექტების, ინიციატივებისა და პროდუქტების პოპულარიზაცია;
✔️ბიზნესისთვის საინტერესო პროექტებისა და საჭიროებების განხილვა, ახალი ინიციატივების ინიცირება და სხვადასხვა სახის ურთიერთმხარდამჭერი ღონისძიებების დაგეგმვა, როგორიცაა სტრატეგიული კომუნიკაციები, გაყიდვები, მარკეტინგი;
აღნიშნული ღონისძიება 100 კომპანიას უმასპინძლებს.
SGBA Business meeting 2024-ის პარტნიორია, უნივერსალური ცოდნის აკადემია – UNIKO
უნივერსალური ცოდნის აკადემია – UNIKO წამყვანი საგანმანათლებლო ცენტრია საქართველოში, რომელსაც 50-ზე მეტი კურსი აქვს ყველა წამყვან დარგში.
სტუდენთა მოსამზადებლად უნივერსალური ცოდნის აკადემია იყენებს ინოვაციურ მეთოდებს, რაც გულისხმობს: ეფექტურ თეორიულ სასწავლო პროგრამას და პრაქტიკულ სტაჟირებას, საქართველოს წამყვან კომპანიებში. აკადემიის მუდმივ წარმატებას ხელს უწყობს, უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტები, მეცნიერებათა დოქტორები და პროფესორები.
ინოვაციური მეთოდების და თეორიული მასალის გარდა, მსმენელები ადგილზე გადიან პრაქტიკულ სამუშაოებს, რაც მეტად სრულყოფილს ხდის მიღებულ ცოდნას.
UNIKO-ს 23 წლიანი წარმატების საიდუმლო, პროფესიონალ პედაგოგებთან ერთად შედგენილი, როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური სწავლების მოდელია, რაც პროფესიული ცოდნის მიღებასა და დაოსტატებაში უწყობს ხელს. გარდა საერთაშორისოდ აღიარებული სერთიფიკატებისა, სასწავლო ცენტრი ზრუნავს კურსდამთავრებულების სამომავლო კარიერაზე, დასაქმებაზე და გამოცდილების მიღებაზე..
UNIKO-ს დამფუძნებლისა და დირექტორის- მზია მამაგულაშვილის თქმით, უნივერსალური ცოდნის აკადემია თავდაუზოგავი შრომის შედეგად შეიქმნა და ინოვაციური მეთოდებით და მიდგომებით გამოირჩევა.
„22 წლის ასაკში დავაფუძნე უნივერსალური ცოდნის აკადემია UNIKO, რომელშიც ჩემი გული და სული დევს. ყველაფერი ჩემი შრომით შექმნილია. მაქვს განსხვავებული მიდგომები და მაქსიმალურად ვცდილობ ყველაფერი იყოს იდეალურად. პედაგოგების შერჩევა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროცესი, რადგანაც მათ ვანდობთ ჩვენს მსმენელებს. პედაგოგებს დიპლომის რაოდენობის მიხედვით არ ვირჩევთ. მთავარია, გააჩნდეს უნარ-ჩვევები, რომელიც პედაგოგს სჭირდება. უნდა შეეძლოს სტუდენტებთან კომუნიკაცია და გადმოცემის უნარი“ -მზია მაგულაშვილი