14 დეკემბრიდან თბილისის ცენტრალურ უბნებში – თავისუფლების მოედნიდან ბაგებამდე, აბონენტები მეხუთე თაობის ინტერნეტ სერვისს მიიღებენ.
ასობით მილიონი დოლარის ინვესტირებით, სილქნეტი ქსელის მუდმივ მოდერნიზაციას ახორციელებს და მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის სრულ სატელეკომუნიკაციო სერვისს აწვდის.
კომპანიის მიზანია, ადამიანები დააკავშიროს ერთმანეთს, გაამარტივოს უახლეს ტექნოლოგიებთან წვდომა და საფუძველი ჩაუყაროს ახალი თაობის სტანდარტების დანერგვას. მომხმარებლებისთვის 5G მიწოდება, ის გარდამტეხი ნაბიჯია, რომელიც მოამზადებს ნიადაგს მომავალი თაობის ტექნოლოგიური რეალობისთვის.
„სილქნეტი პირველი კომპანიაა ქართულ ბაზარზე, ვინც აბონენტებს უკვე აწვდის 5G ინტერნეტს. ეს არის მომავლის ტექნოლოგია და დღეს მისი განვითარებისთვის ვდებთ ინვესტიციას და რესურსს, რომ სწორად და თანმიმდევრულად დაინერგოს მეხუთე თაობის სტანდარტი. ჩვენმა მომხმარებლებმა კარგად იციან, რომ სილქნეტი ყოველთვის იყო ნოვატორი სატელეკომუნიკაციო ბაზარზე და ახლაც პირველები ვართ, ვინც ვთავაზობთ 5G სერვისს“ – განაცხადა სილქნეტის გენერალურმა დირექტორმა დავით მამულაიშვილმა.