სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა დარგებში:
- ინფორმაცია და კომუნიკაცია – 3 958.1 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 18.8%-ით);
- მშენებლობა – 3 033.4 ლარი (გაიზარდა 31.6%-ით);
- საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 2 806.7 ლარი (გაიზარდა 13.4%-ით);
- პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 615.6 ლარი (გაიზარდა 17.3%-ით).
2023 წლის III კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 459.1 ლარით, ხოლო კაცების – 2 233.9 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 193.5 ლარი (15.3%) შეადგინა, ხოლო კაცებში – 329.1 ლარი (17.3%). საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.