სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ნოემბერში შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი წინა თვესთან შედარებით 0.20 თეთირთ გაიზარდა და 252.3 ლარი შეადგინა. რაც შეეხება საარსებო მინიმუმის წლიურ ცვლილებას, გასული წლის ნოემბერთან შედარებით წელს საარსებო მინიმუმი 2.8 ლარით არის შემცირებული.
საქსტატის მონაცემებით, ნოემბერში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი წინა თვესთან შედარებით 0.1 ლარით გაიზარდა და 223.4 ლარი შეადგინა.
2023 წლის ნოემბერში წლიური ინფლაციის დონემ 0.1% შეადგინა.