წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით 2 თებერვალს Chateau De Vere შატო დე ვერე-ში Business meeting 2024 გაიმართება, რომლის მიზანიც არის:
✔️ასოციაციის წევრ კომპანიებს შორის თანამშრომლობისა და ურთიერთობების გაღრმავება;
✔️ინოვაციური და საინტერესო ბიზნეს პროექტების, ინიციატივებისა და პროდუქტების პოპულარიზაცია;
✔️ბიზნესისთვის საინტერესო პროექტებისა და საჭიროებების განხილვა, ახალი ინიციატივების ინიცირება და სხვადასხვა სახის ურთიერთმხარდამჭერი ღონისძიებების დაგეგმვა, როგორიცაა სტრატეგიული კომუნიკაციები, გაყიდვები, მარკეტინგი;
აღნიშნული ღონისძიება 100 კომპანიას უმასპინძლებს.
SGBA Business meeting 2024-ის ოფიციალური მხარდამჭერია, კომპანია – Royal Events – ივენთების ორგანიზება
2014 წელს ბავშვობის ოცნების ახდენის სურვილისა და საფრანგეთში, ვერსალის სასახლის ეზო ინსპირაციით ეთო ჯავახიშვილის მიერ შეიქმნა ყველასაგან გამორჩეული და ორიგინალური, ივენთების დეკორატიული მოწყობის კომპანია – Royal Events, რომელიც მომხმარებლებს ივენთის დეკორატიულად მოწყობას და სურვილისამებრ ივენთების სრულ ორგანიზებას სთავაზობს, ეს იქნება ქორწილი,ნათლობა, დაბადების დღე, კორპორატიული საღამო, ექსტერიერისა და შენობის გარე ფასადების დეკორაცია თუ ა.შ. კომპანიის უპირატესობას კი ხელოვნებისადმი სიყვარული, შრომისმოყვარეობა და ორიგინალური ხედვა წარმოადგენს, რომელსაც მომხმარებელთა რაოდენობა ადასტურებს.
“ბავშვობის ოცნებას თუ არ ჩავთვლით, ინსპირაცია საფრანგეთში ვერსალის სასახლის ეზო იყო, ვუყურებდი ჰორიზონტს, იმიტომ რომ ბაღები არ მთავრდებოდა და ვფიქრობდი, ეს სილამაზე რასთან დამეკავშირებინა თუ არა ქორწილის ცერემონიასთან. როდესაც საქართველოში დავბრუნდი ამ იდეას ფრთები შევასხი, ეს სფერო იმ პერიოდში მრავალფეროვნებით და კუნკურენტთა დიდი რაოდენობით ბაზარზე არ გამოირჩეოდა. დღეს უკვე კონკურენტების რაოდენობა ძალიან გაიზარდა, თუმცა ვფიქრობ, რომ ჩემს სიტყვას ვიტყვი ამ სფეროში. კომპანიის პრიორიტეტი არის ჩემი ღრმა ცოდნა, გამოცდილება და სიყვარული ხელოვნებისადმი, კონკრეტულად დიზაინის და ფლორისტიკის სფეროში. მე თავად ვქმნი თითოეულ დეტალს და ამით უდიდეს სიამოვნებას ვიღებ” – ეთო ჯავახიშვილი
საკონტაქტო ინფორმაცია : 557 155 155
ელ. მისამართი : [email protected]