2024 წლის იანვრიდან სანიტარს, ბებიაქალს, უმცროს ექიმს და ექთნის თანაშემწეს მინიმალური საათობრივი ანაზღაურება დაუწესდა.
მინიმალური სახელფასო ზღვარი დაუწესდათ შემდეგ პოზიციებზე დასაქმებულ სამედიცინო პერსონალს:
- უმცროსი ექიმი – თვეში, არანაკლებ 960 ლარი (საათში – 5 ლარი) დარიცხული;
- ექთნის თანაშემწე – თვეში არანაკლებ 672 ლარი (საათში – 3,5 ლარი) დარიცხული;
- ბებიაქალი – თვეში, არანაკლებ 844 ლარი (საათში – 4,4 ლარი) დარიცხული;
- სანიტარი – თვეში არანაკლებ 576 ლარი (საათში – 3 ლარი ) დარიცხული.