წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით 2 თებერვალს Chateau De Vere შატო დე ვერე-ში Business meeting 2024 გაიმართება, რომლის მიზანიც არის:
✔️ასოციაციის წევრ კომპანიებს შორის თანამშრომლობისა და ურთიერთობების გაღრმავება;
✔️ინოვაციური და საინტერესო ბიზნეს პროექტების, ინიციატივებისა და პროდუქტების პოპულარიზაცია; ✔️ბიზნესისთვის საინტერესო პროექტებისა და საჭიროებების განხილვა, ახალი ინიციატივების ინიცირება და სხვადასხვა სახის ურთიერთმხარდამჭერი ღონისძიებების დაგეგმვა, როგორიცაა სტრატეგიული კომუნიკაციები, გაყიდვები, მარკეტინგი;
აღნიშნული ღონისძიება 100 კომპანიას უმასპინძლებს.
SGBA Business meeting 2024-ის პარტნიორია, კომპანია – ეკო ბინა
ეკო ბინა – ჰარმონიაში ბუნებასთან!
კომპანია “ეკო ბინა” უკვე 7 წელია მუშაობს ენერგოეფექტურობის მიმართულებით და არის უკრაინული კომპანია „PRANA PLATINUM“- ის ოფიციალური წარმომადგენელი საქრთველოში, რომელიც ახორციელებს პრანას რეკუპერატორების იმპორტს და მონტაჟს: ბინებში, ოფისებში, სამედიცინო დაწესებულებებში, საწარმოო შენობებში, სკოლებში, ბაღებში და სხვადასხვა ფუნქციის ფართებში
„ეკო ბინა“ გთავაზობთ საპროექტო სახელოსნოს, სადაც საინჟინრო ქსელების საპროექტო დოკუმენტაცია იქმნება ( გათბობა-გაგრილება,ვენტილაცია,ელექტროობა და სუსტი დენები,სანტექნიკა-კანალიზაცია,ცხელწყალმომარაგება, სახანძრო უსაფრთხოება)და დამკვეთის სურვილის მიხედვით სამონტაჟო სამუშაოები სრულდება, მომსახუეობა, ასევე მოიცავს ენერგოეფექტურობის მიმართულებით, ენერგოაუდიტის დასკვნებს საცხორებელი და საწარმოო შენობებისთვის, სკოლებისთვის და ბაღებისთვის.
„ყოველთვის მქონდა სურვილი ისეთი საქმე მეკეთებინა, რომელიც სარგებელს მოუტანდა საზოგადოებას, გაზრდიდა ჩემი კომპანიის მასშტაბებს და ფინანსურ მდგომარეობას. როდესაც პირველად გავიგე, სიტყვა „ენერგოეფექტურობა“ და მისი მნიშვნელობა, სწორედ მაშინ მივხვდი, რომ ზუსტად ეგ იყო ის, რაც უნდა მეკეთებინა, თუმცა ამისთვისთვის მხოლოდ პროექტების დახაზვა საკმარისი არ იყო,საჭირო იყო კონკრეტული მოქმედება, ის რისი სურვილი და მიზანიც მქონდა პრაქტიკაში უნდა განმეხორციელებინა“- ზურაბ დოლენჯაშვილი, “ეკო ბინა“-ს დამფუძნებელი
პროფესიით არქიტექტორი, გავლილი აქვს Giz -ის პროგრამის ფარგლებში სპეციალური გადამზადების კურსები-ენერგოეფექტურობის მიმართულებით 2015 წელს თბილისში და პრაქტიკა გერმანიაში, კიოლნში და ჰამბურგში, ხოლო 2018 წელს ამერიკის შეერთებული შტატების, ვაჭრობის სამინისტროს სპეციალური პროგრამა SABIT Eenergy Efficiency and Renewables in Construction Program ის ფარგლებში
Eco bina-ს პარტნიორები არიან: „სარაჯიშვილი“ , ტერმინალი „ლასარე“, „თიბისი ბანკი“,“ელენემტ კონსტრაქშენი“, “სილქნეტი“ „ილიას უნივერსიტეტი“, „მედი ქლაბ ჯორჯია“, „ბოლნისის ცენტრალური საავადმყოფო“, „ზუმერი“, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალი“, „ემ ბი სი“ და ასევე ათასობით კმაყოფილი მომხმარებელი.
მის: თბილისი, ბერიტაშვილის მე 2 შესახვევი #3,ბ.10
ტელ. 599 58 58 17 / 514 605 605
www.ecobina.ge