წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით 2 თებერვალს Chateau De Vere შატო დე ვერე-ში Business meeting 2024 გაიმართება, რომლის მიზანიც არის:
✔️ასოციაციის წევრ კომპანიებს შორის თანამშრომლობისა და ურთიერთობების გაღრმავება;
✔️ინოვაციური და საინტერესო ბიზნეს პროექტების, ინიციატივებისა და პროდუქტების პოპულარიზაცია;
✔️ბიზნესისთვის საინტერესო პროექტებისა და საჭიროებების განხილვა, ახალი ინიციატივების ინიცირება და სხვადასხვა სახის ურთიერთმხარდამჭერი ღონისძიებების დაგეგმვა, როგორიცაა სტრატეგიული კომუნიკაციები, გაყიდვები, მარკეტინგი;
აღნიშნული ღონისძიება 100 კომპანიას უმასპინძლებს.
SGBA Business meeting 2024-ის პარტნიორია, კომპანია – ტეგ ლიფტი
2007 წელს ქართულ ბაზარზე თანამედროვე ლიფტებისა და ესკალატორების მიმართულებით ერთ-ერთი პირველი კომპანია „ტეგ ლიფტი“ შეიქმნა, რომლის მიზანიც არის ლიფტების, ესკალატორების და ამწე სატრანსპორტო საშუალებების სფეროში საქართველოს ბაზარზე ლიდერობა, ინოვაციების ძიება და მათი დანერგვა. კომპანიის მენეჯმენტისთვის პრიორიტეტული მუდმივი განვითარების გზით წინსვლა, პერსონალის კვალიფიკაციის მუდმივი ამაღლება, დამკვეთებისათვის მომსახურების მათზე მორგებული პაკეტების შეთავაზება და არსებული მრავალწლიანი გამოცდილების ოპტიმალურად გამოყენებაა.
„ტეგ ლიფტი“ -გთავაზობთ :
- დამკვეთის საჭიროებებზე მორგებული ლიფტებისა და ესკალატორების პროექტირება;
- ტექნიკური გადაწყვეტების შემუშავება;
- კონსულტაცია;
- დანადგარების მიწოდება-მონტაჟი;
- 24/7 ტექნიკური მომსახურება;
- თანამედროვე ტექნიკური მოთხოვნების გათვალისწინებით ლიფტების განახლება-მოდერნიზება;
„ გვაქვს პრეტენზია, მუდმივად ლიდერებს შორის ვიყოთ-ეს ფაქტორიც ხელს გვიწყობს დავნერგოთ ინოვაციები, განვახორციელოთ ეფექტიანობის ზრდის ღონისძიებები და ჩვენი პოტენციალი დამკვეთებისათვის საიმედო პარტნიორობის გასაწევად გამოვიყენოთ. რამდენიმე ცნობილ ბრენდთან ვიმუშავეთ და ამჟამადაც ერთ-ერთი საუკეთესო ბრენდის KLEEMANN-ის წარმომადგენლები ვართ, რაც საშუალებას გვაძლევს ბაზარს შევთავაზოთ უნიკალური ტექნიკური გადაწყვეტები, თუმცა მოდუნების უფლებას არ გვაძლევს“ – გიორგი არსენიშვილი, კოპანია „ტექ ლიფტები“-ს კომერციული დირექტორი
„ტეგ ლიფტი“ ოპერირებს ISO მენეჯმენტის ხარისხის სტანდარტის მიხედვით, ფლობს ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს მიერ დადგენილი ნორმით ლიფტის მონტაჟისა და მომსახურების შესაბამისობის “MODULE H1” სერტიფიკატს
მის: თბილისი, ქეთევან წამებულის #41
ტელ : +995 599 300 073; +995 591 80 44 00