2023 წელს საქართველოს ტერიტორიიდან საზღვარგარეთ საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 2.8 მილიონი გასვლა დაფიქსირდა, რაც 31.6 %-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. საქსტატის მონაცემებით, გასვლების უდიდესი ნაწილი, 46.5%, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ. აღნიშნული რაოდენობიდან საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 2.2 მილიონი შეადგინა, რაც 32.7 %-ით მეტია 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ამასთან, საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელდა 1.4 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 43.9 %-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
უფრო კონკრეტულად, ვიზიტების 43,3% მოდის თურქეთზე, 15% სომხეთზე, 14,5% ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე, 12,5% რუსეთზე, 1, 9% აზერბაიჯანზე, ხოლო, 12,7% სხვა ქვეყნებზე.