საქართველოს უნივერსიტეტებში გარკვეულ პროფესიებზე შესაძლოა, ონლაინ სწავლება იყოს ხელმისაწვდომი. ინფორმაცია ამის შესახებ პარლამენტის 2024 წლის საგაზაფხულო სესიისთვის გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიან გეგმაშია აღნიშნული.
გეგმაშია აღნიშნულია, რომ ცვლილების შეტანა იგეგმება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში. საკანონმდებლო ცვლილებით მათ შორის:
- განისაზღვრება დისტანციური ფორმით პროფესიული პროგრამების განხორციელების შესაძლებლობა;
- დაკორექტირდება ელექტრონული სწავლების ცნება და ჩამოყალიბდება ახლებურად;
- ბაკალავრიატში, მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში ნაწილობრივ იქნება დაშვებული ელექტრონული სწავლება;
- შესაძლებელი იქნება, მაგისტრატურაზე სწავლა განხორციელდეს სრულად ელექტრონულად, იმ შემთხვევაში, თუ პროგრამა ხელახლა გაივლის აკრედიტაციას;
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი დაადგენს სწავლის სფეროების ჩამონათვალს, სადაც შესაძლებელი იქნება ელექტრონული სწავლების კომპონენტის ნაწილობრივ ან სრულად გამოყენება.