დღის სიახლეებისიახლეები

2023 წელს ქულების ამოწურვის გამო მართვის მოწმობა 243 ადამიანს ჩამოერთვა

0
გაზიარება

2023 წელს ქულების ამოწურვის გამო მართვის მოწმობა 243 ადამიანს ჩამოერთვა,-  ინფორმაცია ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხების ექსპერტმა, ფონდ „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დირექტორმა, ირაკლი იზორიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

იზორია თვლის, რომ პრობლემას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ მართვის მოწმობის მფლობელს სიჩქარის გადაჭარბებისთვის ქულები არ აკლდება. მისი თქმით, ქულათა სისტემაში ვიდეოჯარიმების დამატება აღსრულების პროცესს მეტად ეფექტიანს გახდის.

„დღესდღეობით სიჩქარის გადაჭარბებაზე ქულები საერთოდ არ აკლდებათ ადამიანებს, ამიტომ არის შემთხვევა, როდესაც უსასრულოდ შეუძლია ადამიანს ჯარიმა გადაიხადოს და მაინც იაროს ქუჩაში. ამიტომ წლებია, ჩვენ მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ ქულათა სისტემაში შეიყვანოს ვიდეოჯარიმები, რადგან კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ აღსრულების მექანიზმები.

2023 წელს მხოლოდ და მხოლოდ 243 ადამიანს ჩამოერთვა მართვის მოწმობა ქულათა სისტემის კუთხით, რაც ძალიან პატარა მაჩვენებელია, როცა ვიდეოჯარიმების რაოდენობამ დაახლოებით, 30-ჯერ გაიზარდა ქვეყანაში და მილიონებს აღემატება ასეთი სამართალდარღვევები. ამიტომ მნიშვნელოვანია ის ქულათა სისტემას მიებას. ვფიქრობ, ამას ძალიან დიდი ეფექტი ექნება, თუნდაც მინიმალური 5 ქულით რომ განისაზღვროს აღნიშნული სამართალდარღვევა გეტყვით, რომ ჩვენთან კანონმდებლობაში არის ერთი უდიდესი უზუსტობა და ხარვეზი, რომ 15 კმ/სთ მძღოლს შეიძლება ტოლერანტობა ჰქონდეს – ანუ თუ არის დადგენილი მაქსიმალური სიჩქარე 60 კმ/სთ, მძღოლს შეუძლია, რომ იქ 75 კმ/სთ სიჩქარით გაიაროს, რაც არ არის საერთაშორისო პრაქტიკით მიღებული.

ამასთან, ჩვენთან ურბანულ ზონებში მაქსიმალური სიჩქარე დადგენილია 60 კმ/სთ, რაც ასევე დაუშვებელია. მაქსიმალური სიჩქარე ურბანულ ზონებში უნდა ჩამოვიდეს 50 კმ/სთ-მდე“,- განაცხადა ირაკლი იზორიამ.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!