2024 წლის იანვარში ქართული წარმოების ძვირფასი ლითონების მადნების ექსპორტი 611.6%-ით – ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს
საანგარიშო პერიოდში ადგილობრივ ექსპორტში ძვირფასი ლითონების მადნებისა და კონცენტრატების წილმა 8.9%, ხოლო საერთო ღირებულებამ 14.063 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
2023 წლის ანალოგიურ თვეს, ამ პერიოდში ადგილობრივ ექსპორტში ძვირფასი ლითონების წილი 0.8%, ხოლო საერთო ღირებულება 1.976 მილიონი აშშ დოლარი იყო.