დღის სიახლეებისიახლეები

თბილისში ნარჩენების გადამმუშავებელი პირველი ქარხანა აშენდება

0
გაზიარება

დედაქალაქში ნარჩენების გადამმუშავებელი პირველი ქარხნის მშენებლობა იგეგმება, რაც საქართველოში ნარჩენების სეპარირებულად შეგროვებისა და გადამუშავების დაწყების საფუძველი იქნება. ამ მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან სასესხო შეთანხმებას დღეს ხელი მოაწერეს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და EBRD-ის კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა ალკის დრაკინოსმა.

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ხელი მოაწერა მხარდაჭერის ხელშეკრულებას, ხოლო შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა დავით ფაჩულიამ – განხორციელების ხელშეკრულებას.

პროექტის ფარგლებში, დიდი ლილოს პოლიგონზე მასალების აღმდგენი ობიექტი და მექანიკურ-ბიოლოგიური დამუშავების საწარმო აშენდება, რომლის საშუალებითაც ნარჩენების სეპარაციისა და გადამუშავების შემდეგ, მასალის რეალიზება მოხდება.

„პროექტის ფარგლებში დაგეგმილი გვაქვს ნარჩენების გადამმუშავებელი საწარმოს მშენებლობა. პირველი, რაც გაკეთდება, ესაა გადამტვირთი სადგურის მოწყობა, ფაქტობრივად ახლის მშენებლობა და ნაგავსაყრელზე არსებული მდგომარეობის მოწესრიგება. გარდა ამისა, მოწესრიგდება ლილოს ნაგავსაყრელი, რომელიც აწუხებს მოსახლეობას და ქალაქისთვის ძალიან სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. მინდა, მადლობა გადავუხადო ფინანსთა სამინისტროს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის, რადგან ამ პროექტის განხორციელება ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, პროექტი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ნარჩენების მართვის მიმართულებას თბილისში.

„დღეს ხელი მოეწერა მნიშვნელოვან შეთანხმებას ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან, რომელმაც გამოყო 26 მილიონი ევროს ოდენობით დაფინანსება ძალიან მნიშვნელოვანი პროექტისთვის თბილისის მუნიციპალიტეტში. ეს არის ნარჩენების გადამუშავების პროექტი. აღნიშნული თანხიდან ნაწილი – 22 მილიონი ევრო გამოყოფილია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ, ხოლო 4 მილიონი ევრო გამოყოფილია მწვანე კლიმატის ფონდიდან. აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ნარჩენების მართვის პროგრამას დედაქალაქში“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.

პროექტის მნიშვნელობას ასევე ხაზი გაუსვა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენელმაც.

„დღეს ხელი მოვაწერეთ ძალიან მნიშვნელოვან შეთანხმებას, რათა თბილისში დაიწყოს ნარჩენების სეპარაცია და მართვა. აღნიშნული პროექტის უპირველესი მიზანია თბილისის მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება. ვიმედოვნებთ, რომ პროექტის განხორციელება დაიწყება თბილისიდან და გვსურს, რომ მსგავსი პროექტები საქართველოს სხვა ქალაქებშიც განხორციელდეს, მათ შორის, ბათუმში.

ვიმედოვნებ, რომ წლის ბოლოსთვის წამოვიწყებთ ახალ პროექტს, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის გარემოსდაცვით მიზნებს“, – განაცხადა ალკის დრაკინოსმა.

 

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!