2024 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობა 0.14%-ით გაიზარდა და 72.08 მლნ ლარი შეადგინა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ამავე პერიოდში გაიზარდა ვადიანი დეპოზიტები 1.95 მლრდ ლარით, ანუ 10.08%-ით გაიზარდა. რაც შეეხება მოთხოვნამდე დეპოზიტებს, 1.88 მლრდ ლარით, ანუ 6.02%-ით შემცირდა.
„დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 2024 წლის იანვრის ბოლოსათვის 50.22 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 0.95 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით გაიზარდა 0.78 პროცენტული პუნქტით).
უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 78.68%, ხოლო ევროს წილმა 19.68% შეადგინა.