სასიამოვნო სიახლე SuccessCard.ge -ს მომხმარებლებისთვის, „Artspace“ წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) წევრი კომპანია გახდა
2018 წელს კომპანია „Artspace“ დაარსდა, რომელიც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის მომსახურებას ციფრულ პროდუქტებზე და ქმნის ამინდს ციფრულ სამყაროში.
Artspace-ის ციფრული პროდუქტების წარმატებას განსაზღვრავს: თანამშრომლთა პროფესიონალიზმი, მათი მრავალწლიანი გამოცდილება, კრეატიული იდეები და უახლესი მეთოდები, რომლებსაც დამკვეთის პროექტში იყენებენ.
Artspace-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გიორგი ბერიძე – მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ საერთაშორისო ღონისძიებაზე, რამაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა კომპანიის წარმატებულ ოპერირებასა და საჭირო რესურსების მოზიდვაზე.
„Artspace-ში ერთმანეთს ერწყმის კრეატიულობა და ტექნოლოგიები, სწორედ ამიტომაა, რომ გლობალურ ბაზარზე, ბიზნესებს ვაწვდით წამყვანი და უახლესი ტექნოლოგიებით დამზადებულ ციფრულ პროდუქტებს:
- Web Development
- Mobile App Development
- UX/UI Design
- Ecommerce Development
- Technical Support
- Staff Augmentation
ასევე ბიზნესებს ვუზრუნველყოფთ უწყვეტი სერვისებით, იქნება ეს ვებ საიტის ხილვადობის გაზრდა საძიებო სისტემებში SEO-ს მეშვეობით თუ ცნობადობა სოციალურ მედიაში, თქვენზე მორგებული კონტენტის შექმნით“ – გიორგი ბერიძე
კომპანია „Artspace“ 180-ზე მეტი ციფრული პროექტის წარმატებით მიწოდებისა და ჩაბარების გამოცდილებით ოპერირებს ბაზარზე, ამ ეტაპზე კი ფართო მასშტაბიან გლობალურ Ecommerce პროექტზე მუშაობს, რომლის ბეტა ვერსია, ქართველი მომხმარებლებისთვის, სულ მალე იქნება ხელმისაწვდომი.
Address: Tsereteli Avenue #116. Tbilisi,Georgia
Tel: +995 032 2 11 11 90
Mobile: +995 591 166 133
E-mail: [email protected]
Web: www.Artspace.dev