2024 წელს ტურიზმის შესავლები 4.5 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს, რაც წლიურ ჭრილში 10% ზრდა იქნება-Galt&Taggart
კვლევითი ორგანზიაციის შეფასებით, 2024 წლის თებერვალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 14.4%-ით გაიზარდა და 275 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (+34.6% წ/წ მიგრაციის ეფექტის გამორიცხვით). ჯამურად, 2024 წლის იანვარ-თებერვალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 574 მლნ დოლარს გაუტოლდა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, გასულ წელს, საქართველომ რეკორდული 4.1 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო. 2023 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წლის დონეს 26.2%-ით (856.7 მლნ აშშ დოლარით) გადააჭარბა, ხოლო 2022 წლის მონაცემებს კი – 17.3%-ით (608.7 მლნ. აშშ. დოლარით).
Galt&Taggart-ი კი, 2023 წლის დასაწყისში ტურიზმში 4 მლრდ აშშ დოლარის შემოსავალს პროგნოზირებდა.